შსს-მ და სუს-მა ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება უნდა გააკეთოს

განცხადებები 21 მაისი 2023

19 მარტს ღამით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის  სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და გეგმავდა ქორწილის აღნიშვნას. სერგეი ლავროვი არის ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საერთაშორისო არენაზე ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს. ოკუპანტი სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური თანამდებობის პირის სანქცირებული შვილისა და მისი ნათესავების საქართველოში ვიზიტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არ არიან რიგითი რუსი „ტურისტები“ და ისინი საქართველოში არ/ვერ შემოვიდოდნენ უსაფრთხოების სათანადო გარანტიების გარეშე. ამ გარანტიების გაცემა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობის გარეშე, სავარაუდოდ, ვერ მოხდებოდა. აღნიშნული კი, შესაძლოა, ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციასა და ერთობლივ მოქმედებაზე მიუთითებდეს. ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოება, რომ საპოლიციო და უსაფრთხოების ძალებმა ყვარელში გამართული მცირე ზომის მანიფესტაციის  მონაწილეებისა და პრესის მიმართ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია, გამოიყენეს არაადეკვატური ძალები და მიიღეს ყველა ზომა საინფორმაციო ვაკუუმის შესაქმნელად. მეტიც,შსს-მ, სავარაუდოდ, გამოიყენა რადიო ელექტრონული საშუალებები ადგილზე საკომუნიკაციო სიგნალის ჩასახშობად

 

შემაშფოთებელია, რომ არცერთ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის - სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

 

მიუხედავად საზოგადოება გაჩენილი კითხვებისა და პროტესტისა, საქართველოს შსს-სა და სუს-ს ჯერაც არგაუკეთებიათ განმარტება  ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლის  და/ან მათ მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების საკითხზე.

 

შსს-სა და სუს-ის დუმილი, არის, სულ მცირე, ქართული საზოგადოების უპატივცემულობაა. 

 

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიჩინონ გამბედაობა და დაუყოვნებლივ გააკეთონ დეტალური განმარტება სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024