მედიის ადვოკატირების კოალიცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტის სახლში უკანონო შეღწევის ფაქტები

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 3 თებერვალი 2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტის სახლში უკანონო შეღწევის ფაქტები.
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2023 წლის 2 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციას, ქალაქ ოზურგეთში კრიტიკული “ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლში დროის მცირე მონაკვეთში უცხო პირის/პირების უკანონო შეღწევის ფაქტებს.
 
ნატო გოგელიას განცხადებით, პირველი შემთხვევა რიგითი კრიმინალური ფაქტი ეგონა, რადგან სახლიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს, მათ შორის მეხსიერების ბარათი. თუმცა, მეორე შემთხვევის დროს ღირებული არაფერი წაუღიათ, მაგრამ სახლი დაარბიეს. ჟურნალისტის შეფასებით, მსგავსი შემთხვევა ჩვეულებრივ ქურდობას არ ჰგავს [1].
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ “ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტის სახლში უკანონო შეღწევის ფაქტები. ქვეყანაში არსებული მძიმე მედია მდგომარეობის ფონზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევების სწრაფი გამოძიება და დადგენა, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტები ჟურნალისტის საქმიანობას.
 
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოძიების შედეგების შესახებ ჟურნალისტისა და საზოგადოების დროული ინფორმირება.
 
[1] ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ ქურდობას - TV პირველის ჟურნალისტის სახლი ორჯერ გაქურდეს, www.netgazeti.ge, 3.02.2023, http://bit.ly/3Hw93U7
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024