სასამართლომ წარმოებაში მიიღო რუსეთიდან დევნილი უფლებადამცველის, დარიანა გრიაზნოვას სარჩელი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 4 სექტემბერი 2023

2023 წლის 28 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რუსი უფლებადამცველის, დარიანა გრიაზნოვას სარჩელი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის მოთხოვნით. დარიანა გრიაზნოვას უფლებებს სასამართლოში IDFI იცავს.

 

დარიანა გრიაზნოვა საქართველოში პარტნიორთან  ერთად 2021 წლიდან ცხოვრობს. 2023 წლის 28 მარტს, დარიანა გრიაზნოვას, რომელიც საქმიანი ვიზიტიდან ბრუნებოდა საქართველოში, საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა. უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად შსს “კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა” საფუძველზე მიუთითებს, თუმცა საზღვრის კვეთაზე უარის თქმის რეალური მიზეზი უცნობია. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარიანა გრიაზნოვას მიმართ ქმნის დისკრიმინაციული მოპყრობის შთაბეჭდილებას. ამის საფუძველი შეიძლება იყოს მისი პროფესიული საქმიანობა და კავშირები. კერძოდ, იგი არის აქტიური უფლებადამცველი და მუშაობს European Rights Advocacy Centre-სა (EHRAC) და Equality Now-ში. თავისი უფლებადამცველობითი საქმიანობიდან გამომდინარე, რუსეთში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, 2021 წლის სექტემბრიდან დარიანა პარტნიორთან ერთად, რომელიც ასევე იდევნება რუსეთში ფსბ-ს მიერ აღძრულ საქმეში პოლიტიკურად დევნილი ჟურნალისტის დაცვის გამო, საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად, რუსეთიდან დევნილ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა თუ უფლებადამცველებს პრობლემები ექმნებათ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დარიანა გრიაზნოვას თან ჰქონდა აგრეთვე ადამიანის უფლებადამცველთა საკითხზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის წერილი, რომელიც საქართველოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს სთხოვდა, მიეცათ უფლებადამცველისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა. მეტიც, გადაწყვეტილების მიღების დროს, დარიანა გაეროს სპეციალური მომხსენებლის ოფისთან კონტაქტზეც კი იყო, თუმცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ეს ფაქტი არ გაითვალისწინეს და არ ისურვეს გასაუბრებოდნენ ოფისის წარმომადგენლებს. აღნიშნული კიდევ ერთხელ აღვივებს ეჭვებს, რომ უფლებადამცველის შემოშვებაზე უარი დისკრიმინაციული და უკანონოა. აღსანიშნავია, რომ საზღვარზე არ შემოშვების ფაქტს გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა

 

ეს გადაწყვეტილება IDFI-მ დარიანა გრიაზნოვას სახელით ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია კანონმდებლობა და საჩივარი არ განიხილა დადგენილ ვადებში. შსს-ს უმოქმედობის შემდგომ, IDFI-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო 2023 წლის 28 ივლისს. IDFI აგრძელებს დარიანა გრიაზნოვას სამართლებრივ დახმარებას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023