კოალიცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოსამართლეთა ქონების შემოწმების შეჩერებას ეხმიანება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | კოალიციური საქმიანობა 6 აპრილი 2024

სასამართლოს მიერ მოსამართლეთა ქონების შემოწმების პროცესის გაჩერება, კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარული მექანიზმის გამოყენების საჭიროების დამატებითი მტკიცებულებაა. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს საქართველოს ინტერესების დაზიანება, უარი თქვას ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონზე და დაიწყოს მართლმსაჯულების რეალური რეფორმა.

 

5 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხმა მოსამართლემ, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ, სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციულ ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმება შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ანტიკორუფციული მექანიზმების შესაფერხებლად მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების პირველი შემთხვევა.

 

მართლმსაჯულებაში კორუფციის ადგილი არ არის. ამ მოცემულობაზე ვთანხმდებით ყველა, კორუფციული მართლმსაჯულების მომხრეების გარდა. კეთილსინდისიერი მოსამართლე პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კორუფციაში მისი შესაძლო ჩართულობის გამოსარიცხად.

 

ნიშანდობლივია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ დავის ინიციატორები არიან მოსამართლეები, რომელთა კეთილსინდისიერებასთან, მათ შორის, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს. ეს ფაქტი კარგად ხსნის სასამართლოს კლანის წინააღმდეგობას კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის გამოყენების მიმართ. კერძოდ, მოსამართლეს, რომელსაც ეშინია ისეთი ლიმიტირებული ფარგლების მქონე ანტიკორუფციული მექანიზმის, როგორიცაა დეკლარაციის შემოწმება, ის, ბუნებრივია, შეეწინააღმდეგება მისი კეთილსინდისიერების სრულყოფილ გამოკვლევასაც.

 

მომხდარი ინციდენტი შემაშფოთებელი პრეცედენტია და ქმნის შესაძლებლობას, კლანის წევრებმა, სასამართლოს გამოყენების გზით, თავი აარიდონ მათი ფინანსური კეთილსინდისიერების გადამოწმებას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებულ ლიმიტირებულ ფარგლებშიც კი. აღნიშნული დამატებითი ინდიკატორია, იმისა რომ სასამართლო სისტემის წამყვან თანამდებობებზე დანიშნული მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს და ამისთვის ექტსტრაორდინალური მექანიზმი შეიქმნას. ამ ფონზე, მმართველი პარტია მხარს უჭერს სასამართლო კლანს, ხელს უშლის მართლმსაჯულების გაჯანსაღების სისტემურ რეფორმას და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად ხელახლა აინიციირებს რუსულ კანონს.

 

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცეჟ–გლუზასთან

01.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024