კოალიცია მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | კოალიციური საქმიანობა 24 მარტი 2024

24 მარტს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია ჩაინიშნა. დღის წესრიგის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევასა და „სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“ იმსჯელებს.

 

მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმების თაობაზე ევროკომისიის დათქმის დისკრედიტაციის მცდელობის ფონზე. სასამართლოს სისტემის გაჯანსაღება ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა და შესაბამისად, ამ კონფერენციის თითოეულ ასპექტს დააკვირდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს მნიშვენლოვანი გავლენა ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვისაც.

 

მოსამართლეთა კონფერენციებზე დაკვირვების წინარე გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასამართლო თვითმმართველობის ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი, ძირითადად, პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის,ე.წ. კლანის,გასაძლიერებლად გამოიყენებოდა. კონფერენციის დღის წესრიგიდან გამომდინარე და მითითებული გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კლანიკვლავ შეეცდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს. ამის საფუძველზე კი, მოსამართლეთა მოჩვენებითი ერთიანობით მოხდება განსხვავებული აზრის მქონე პირთა, მათ შორის, იმ მოსამართლეების დისკრედიტაცია, რომლებიც მზაობას გამოხატავენ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნებისთვის, გადამოწმდეს მათი კეთილსინდისიერება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება კონფერენციაზე მოსამართლეთა მიერ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის თუპარტიული ინტერესებისგან დაცლილი ჯანსაღი პოზიციების დაფიქსირებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და 2024 წლის 24 მარტს გასამართ კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელმიმართვის წარდგენის შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერენ მას.

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024