კოალიცია სააპელაციო სასამართლოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 4 მარტი 2021

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოვხატავთ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სადაც  სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები.  ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციათა საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

 

კვლევაში, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების შეფასებას ეხებოდა, სასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული შეფასება: „[...] ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე“ ცილისმწამებლურად მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც კანონის მოთხოვნებს ასევე, უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ პრაქტიკას. უკვე არსებული, მკაფიო და თანმიმდევრული პრაქტიკით  დადგენილი  სტანდარტიდან დაუსაბუთებლად გადახვევა და მისი მკვეთრად გაუარესება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტის მკვეთრად გაუარესების გარდა, უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავიანთი ფუნდამენტური, მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება. ეს კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, დამატებითი მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლო გაიაზრებს საკუთარ როლს და მნიშვნელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის პროცესში, არ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის პოზიციას და გააუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024