ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიებმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიული დოკუმენტები დაამტკიცეს

სიახლეები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 1 მარტი 2022

25 და 28 თებერვალს, შესაბამისად, ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებით გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ადგილობრივი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა. სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება IDFI-სთან თანამშრომლობით განხორციელდა USAID/GGI-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ ფარგლებში. სტრატეგიული დოკუმენტების მიზანია გააძლიეროს ახმეტისა და ცაგერის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

 

მერიების სამოქმედო გეგმები 2022 – 2023 წლებისთვისაა გაწერილი და რვა ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:

 

- გამჭვირვალობა;

- მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება;

- ადამიანური რესურსების მართვა;

- ეთიკა და კორუფციული რისკების შემცირება;

- ბიუჯეტი და სახელმწიფო შესყიდვები;

- ნებართვები;

- შიდა ფინანსური კონტროლი;

- მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მმართველობაში მყოფი იურიდიული პირები.

 

პირველ ეტაპზე, სტრატეგიული დოკუმენტების მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავების მიზნით მუნიციპალიტეტების მერიებში IDFI-სთან თანამშრომლობით შეფასდა ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული კორუფციული რისკები. კორუფციული რისკების შეფასების ანალიზი მომზადდა მერიის თანამშრომლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით. ანგარიშის შემუშავების პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი არსებული ანტიკორუფციული საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები; საქართველოსთან მიმართებით არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები - OECD-ACN/GRECO-ს მონიტორინგის ანგარიშები და მათი ზოგადი სტანდარტები. აქცენტი გაკეთდა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის იყო რელევანტური. ამავდროულად, ანალიზის ფარგლებში მოხდა შიდა აუდიტისა და სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების შესწავლა.

 

შემდგომ ეტაპზე, კორუფციული რისკების შეფასების ანგარიშის ფარგლებში იდენტიფიცირებული კორუფციული რისკების ანალიზის შედეგად შემუშავდა კორუფციული რისკების რეესტრი. რეესტრის ფარგლებში რისკების ალბათობისა და გავლენის გათვალისწინებით კორუფციული რისკები დალაგდა სიმწვავის მიხედვით და გამოკვეთილი ხარვეზებისა თუ გამოწვევების აღმოსაფხვრელად განისაზღვრა სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის საფუძველზე თითოეული მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა სტრატეგიის განხორციელების ორწლიანი სამოქმედო გეგმა. ნიშანდობლივია, რომ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო საზოგადოების ჩართულობა. 

 

ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მერიაში შექმნილია მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ უზრუნველყოფს სტრატეგიის, ყოველწლიურად კი - სამოქმედო გეგმის გადახედვას და მიმდინარე გამოწვევების  საპასუხოდ დოკუმენტების განახლებას. 

 

დასკვნით ეტაპზე,  სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით IDFI-მ ცაგერისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლებისთვის, შესაბამისად, 23-24 და 28 თებერვალს ონლაინ ტრენინგები გამართა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების შესახებ.

 

ტრენინგების მონაწილეები გაეცნენ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ადგილობრივ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მოცემულ კონცეფციებს, ისევე, როგორც სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებისთვის საჭირო პრაქტიკულ მიმართულებებს.

 

ტრენინგებს უძღვებოდნენ IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ მაისურაძე და კვლევითი კოორდინატორი თამარ ჩხიტუნიძე. ტრენინგების ფარგლებში მოხდა პრაქტიკული მაგალითების განხილვა და მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა რელევანტურ საკითხზე:

 

- საქართველოს ანტიკორუფციული ჩარჩო;

- პოლიტიკის შემუშავება;

- სტრატეგიული დოკუმენტების მონიტორინგი;

- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ღია მონაცემები;

- ადამიანური რესურსების მართვა და ფუნქციური ანალიზი;

- ეთიკა და დისციპლინური წარმოება;

- ფინანსური/ქონებრივი დეკლარაციები და მამხილებელთა ინსტიტუტი;

- კორუფციული რისკების შეფასების სისტემა;

- შიდა კონტროლის სისტემები;

- სახელმწიფო შესყიდვები.

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024