ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 26 ოქტომბერი 2021

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების  უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.

 

მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე 26-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს. შიმშილობის პერიოდის გათვალისწინებით ყოველწუთიერად იზრდება მისი ჯანმრთელობის გაურესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკები.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული და კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით კი N18 დაწესებულება (ე.წ. ციხის საავადმყოფო) სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ  შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამასთანავე, სახალხო დამცველის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც N8 პენიტენციური დაწესებულების გვერდით, ერთ სივრცეში მდებარეობს, შეიცავს მისი უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს. 

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და  საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ, სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი.  



საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

მედიის განვითრების ფონდი (MDF)

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები

საფარი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ცენტრი „ემპათია“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სოციალური სამართიანობის ცენტრი (SJC)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024