საჯარო უწყებების მომხმარებლებთან კომუნიკაციის არასწორი სტრატეგია

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 4 ოქტომბერი 2012

 

ნებისმიერი დაწესებულების Facebook გვერდის მთავარი დანიშნულებაა უწყების სათქმელი საზოგადოებამდე მიიტანოს და უზრუნველყოს მისი ჩართულობა. Facebook გვერდი არის მარტივი და ეფექტური გზა მომხმარებლისთვის საკუთარი შეკითხვის, პრობლემისა თუ უბრალოდ აზრის გასაზიარებლად. თუმცა, თვრამეტი საჯარო დაწესებულებიდან[1] მხოლოდ ოთხ უწყებას  – ენერგეტიკისდევნილთა,იუსტიციისადასპორტისსამინისტროებს -აქვს ღია კედელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს შეუძლია უწყების გვერდზე საკუთარი პოსტი განათავსოს, დანარჩენების შემთხვევებში კი მომხმარებელს მხოლოდ კომენტარებზე მიუწვდებათ ხელი. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძველ გვერდსაც ღია კედელი ჰქონდა, თუმცა მინისტრ ნიკოლაიშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გამოცხადების შემდეგ სამინისტროს ოფიციალური გვერდი შეიცვალა და დღეს მისი კედელი დახურულია.

 

დევნილთა, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების გვერდებს კი პირადი მესიჯის მიწერის ფუნქციაც არ აქვთ. ამავე დროს იმ საჯარო დაწესებულებებს, რომელთაც ეს ფუნქცია გააქტიურებული აქვთ, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ მიწერილ წერილებს უგულებელყოფენ. ჩვენ იმ თორმეტი დაწესებულების ერთ ნაწილს (ცესკო, პარლამენტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, შსს), რომელთა Facebook გვერდზე შესაძლებელია მესიჯის გაგზავნა, მივწერეთ ოთხი სხვადასხვა კითხვა განსხვავებული მომხმარებლების სახელით, მეორე ნაწილთან კი სამი კითხვა გავუგზავნეთ ასევე განსხვავებული მომხმარებლების ანგარიშებიდან (ექაუნტებიდან).

 

 

როგორც გრაფიკიდან ჩანს, კვლევის ფარგლებში გაგზავნილ არც ერთ კითხვაზე არ უპასუხია საქართველოს მთავრობის, სპორტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების Facebook გვერდის ადმინისტრატორებს. მხოლოდ ერთ კითხვას არ უპასუხა საქართველოს პარლამენტმა, რეგიონული განვითარების სამინისტრომ და აუდიტის სამსახურმა. ყველა დასმულ შეკითხვას გასცა პასუხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებისს Facebook გვერდის ადმინისტრაციამ.

 

იმის საილუსტრაციოდ კი, რამდენად სრულყოფლად და ამომწურავად გაეცა ამა თუ იმ შეკითხვას პასუხი, გთავაზობთ დასმული შეკითხვების და მიღებული პასუხების მოკლე შეჯამებას: ათი უწყების შემთხვევაში ორი შეკითხვა იყო საერთო, ორი კი სპეციფიური და უწყების საქმიანობის სფეროდან გამომდინარეობდა, თუმცა ყველა მათგანი იყო საკმაოდ მარტივი და პასუხის გაცემა დიდ ძალისხმევას ან განსაკუთრებულად კომპეტენტურობას არ მოითხოვდა. დანარჩენი უწყებების შემთხვევაში კი ერთი ზოგადი და ორი სპეციფიური შეკითხვა გაიგზავნა. ზოგადი კითხვები ეხებოდა დაწესებულებაში სტაჟირების კონკურისის გამოცხადებას, უწყების 2011 წლის ბიუჯეტს, რაც მნიშვნელოვანი საჯარო დოკუმენტია. ანალოგიურად მარტივი იყო სპეციფიური შეკითხვები. მაგალითად, ვინ არის უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, არის თუ არა ვაკანსია დაწესებულებაში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველა შეკითხვას სრულყოფილად და ამომწურავად უპასუხა ცესკომ, ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროებმა. ჯანდაცვის სამინისტრომ სამ შეკითხვას სრულად, ერთს კი ნაწილობრივ უპასუხა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კითხვაშივე აღვნიშნეთ, რომ ვებ-გვერდზე სასურველი ინფორმაცია ვერ ვიპოვეთ, მათ მაინც საიტის მისამართი მოგვწერეს ნაცვლად კონკრეტული ბმულისა.

 

ასევე ამოუწურავი იყო პარლამენტის ერთ-ერთი პასუხი, რომელსაც დამატებითი შეკითხვები მოყვა ჩვენი მხრიდან, მაგრამ მათზე რეაგირება არ დაფიქსირდა:

 

 

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად სექტემბრის თვეში ცესკოს რეიტინგის ვარდნისა (რაც მისი „დამლაიქებლების“ რაოდენობის კლებაში გამოიხატება) მისი Facebook გვერდი გამოირჩევა სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის, როგორც უწყება, რომელიც მომხმარებლის არცერთ შეკითხვას უყურადღებოდ არ ტოვებს. მოსახლეობასთან კომუნიკაციას დიდ ყურადღებას უთმობენ ენერგეტიკის სამინისტროს სოციალური ქსელების ადმინისტრატორებიც. ყველაზე ნაკლები ყურადღებით კი საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროების შესაბამისი პასუხისმგებელი პირები გამოირჩევიან, მათ ჩვენს მიერ მოქალაქეთა სახელით გაგზავნილ არცერთ შეკითხვაზე არ გაუციათ პასუხი.


[1] საქართველოს მთავრობა; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ცენტრალური საარჩევნო კომისია; ფინანსთა სამინისტრო; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; თბილისის მერი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024