მომხმარებლის ხმა მიმდინარე წლის ღია მმართველობის ჯილდოს კონკურსზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 ივნისი 2015

2015 წლის 7 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მეცამეტე შეხვედრა. ფორუმის შეხვედრას თავმჯდომარეობდნენ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე და ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ჩასატარებელი რეგიონული კონფერენციის, 2015 წლის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ჯილდოს და სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის საკითხები.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის (შემდგომში - ფორუმი) მომხსენებელმა, ბ-ნმა ზურაბ სანიკიძემ ფორუმს მიაწოდა ინფორმაცია 2015 წლის 21-23 აპრილს მეხიკოში გამართული OGP-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მომხსენებელმა, ზურაბ სანიკიძემ.


ფორუმმა იმსჯელა 2015 წლის ღია მმართველობის ჯილდოს კონკურსზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ. მიმდინარე წელს საკონკურსო თემაა სახელმწიფო სერვისების განვითარება, რაც OGP-ის მიერ გამჭვირვალე მმართველობის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად არის მიჩნეული. ფორუმის წევრებმა იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც, მათი მოსაზრებით, კონკურსზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს წარმატებულ შედეგს მოუტანს. ფორუმის გადაწყვეტილებით საქართველო მიმდინარე წლის ღია მმართველობის ჯილდოს კონკურსზე წარადგენს ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტს - „მომხმარებლის ხმა“, რომლის მთავარი მიზანია, მოქალაქეების კომენტარებისა და შეფასებების გათვალისწინებით, საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება. ამავდროულად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებას. შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი ჯილდოს გამარჯვება კარგი გზავნილი იქნება ევროკავშირსთვისაც, რადგან ხაზი გაესმება მომხარებელთა უფლებების დაცვის საკითხს.


ფორუმმა განიხილა ვალდებულებების შესრულების პროგრესი. კერძოდ, ფორუმმა მოისმინა სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშები ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა საარჩევნო პროცესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. სსიპ - შესყიდვების სააგენტომ დეტალურად მიმოიხილა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაფართოებისა და მასში კონკურსის ელექტრონული მოდულის ინტეგრირების სამუშაო პროცესი. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფორუმს გააცნო საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები.


შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მომდევნო შეხვედრა ჩატარდება OGP-ის რეგიონული კონფერენციის ჩატარების შემდეგ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024