გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქალბატონ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში

სიახლეები 26 ივლისი 2012

2012 წლის 27 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს სტუმრად ეწვია საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი. სტუმარს არქივის დირექტორმა, ბატონმა ომარ თუშურაშვილმა გააცნო არქივის ისტორია, ესაუბრა არქივში მიმდინარე საქმიანობაზე.

სტუმრებმა დაათვალიერეს არქივში დაცული მასალები, კერძოდ იმ გერმანელთა პირად საქმეები, რომლებიც 1941 წელს გადაასახლეს საქართველოდან. ქალბატონი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი გაეცნო სხვა საარქივო დოკუმენტებსაც, რომლებიც ათწლეულების მანძილზე სრულიად საიდუმლო გრიფით ინახებოდა ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივში და არიყო მკვლევართათვის ცნობილი. 

სტუმრებმა დაათვალიერეს ასევე საარქივო დოკუმენტების და ფოტოების გამოფენა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ არის მომზადებული. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა სტუმრებთან ისაუბრა საქართველოს არქივებში დაცული მასალების ხელმისაწვდომობაზე, არქივების გახსნილობაზე, საქართველოს არქივებში დაცული დოკუმენტების ისტორიულ და კვლევით მნიშვნელობაზე.

სტუმრებმა განიხილე სარქივისა და ინსტიტუტის ერთობლივი საქმიანობა და მიმდინარე კვლევითი პროექტები.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე არქივის მეტად პოპულარიზაციის და საარქივო კვლევების განვითარების მიმართულებით.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024