ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროპის ომბუდსმენის როლი

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 2 აგვისტო 2013

ავტორი: ნინო ცუხიშვილი

 ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროპის ომბუდსმენის როლი

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება მნიშვნელოვანია ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ევროკავშირის მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების პროცესში. გამჭვირვალობის პრინციპი მოითხოვს ევროკავშირის ინსტიტუტებში დაცული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობასა და მიღებული გადაწყვეტილების მიზეზების თაობაზე მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

სტატიის მიზანია ევროკავშირის ინსტიტუტებში (ევროპის პარლამენტი, ევროპული საბჭო და ევროკომისია) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო  რეგულირების განხილვა და ევროპის ომბუდსმენის როლის შეფასება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესში.
 
სტატიაში განხილულია ევროკავშირის ინსტიტუტებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ფარგლები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვები და პროცედურული გარანტიები, ასევე ევროპის ომბუდსმენის როლი და მის მიერ განხილული საქმეების ანალიზი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებით. 
 
საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის ინსტიტუტებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო რეგულირებისა  და კარგი მმართველობის ძირითადი მიღწევები, რათა უზრუნველყოს ეროვნულ დონეზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური განხორციელების გაუმჯობესება.  
 
 
 
სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.  
სტატიაში გამოქვეყნებული მოსაზრებებზე პასუხისმგებელია IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და შესაძლებელია ისინი არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს. 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024