პროექტის -“საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა www.opendata.ge“ პირველი ეტაპის ანგარიში (2011)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 აპრილი 2012

პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა- www.opendata.ge “ -  ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ, IDFI-მ 2011 წლის აპრილიდან საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები გაუგზავნა საქართველოს საჯარო დაწესებულებებს: პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სამინისტროებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქვეუწყებო დაწესებულებებს, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და სასამართლოებს.


2011 წლის აპრილ-აგვისტოს განმავლობაში სულ გაიგზავნა 2740 სხვადასხვა მოთხოვნა 154 საჯარო დაწესებულებაში.


აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულებებმა, უმეტეს შემთხვევაში, პასუხები მოგვაწოდეს სრულყოფილი სახით. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულება და არ გასცა საჯარო ინფორმაცია.


„ინსტიტუტის“ მიერ დაგზავნილი შეკითხვებიდან პასუხგაუცემელი დარჩა 641 მოთხოვნა, რაც გაგზავნილი შეკითხვების 23.39%-ია; 17 საჯარო დაწესებულების მიერ სრულად იგნორირებულია ყველა შეკითხვა, ხოლო 94 შემთხვევაში IDFI-ის უარით უპასუხეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.


IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახულია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ოთხი ძირითადი ტენდეცია. კერძოდ, საჯარო დაწესებულებათა მიერ განხორციელებული ქმედება/უმოქმედობა შეიძლება შემდეგ სახეებად დაიყოს: სრულყოფილად გაცემული საჯარო ინფორმაცია, არასრულყოფილად გაცემული საჯარო ინფორმაცია, სამართლებრივი საფუძლის არმქონე უარი და აბსოლუტური იგნორირება. მაგალითის სახით წარმოგიდგენთ იმ საჯარო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც გამოვლინდა აღნიშნული ტენდენციები:


1.    სრულყოფილად გაცემული საჯარო ინფორმაცია: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი; ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი; ტურიზმის ეროვნული სააგენტო; სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

2.    არასრულყოფილად გაცემული საჯარო ინფორმაცია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; საქართველოს მთავრობა; ქ. თბილისის საკრებულო.

3.    სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრი; სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

4.    აბსოლუტური იგნორირება: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა  და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი; სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.    

 

 იხილეთ თანდართული ფაილი

 

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024