IDFI-ს ორგანიზებულ შეხვედრაზე ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პრობლემები განიხილეს

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 29 მაისი 2015

2015 წლის 17 ივნისს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და ანალოგური სიგნალის გათიშვა არის დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა რჩება მათ შორის არის მოსახლეობის მომზადების არასაკმარისი დონე, ციფრული სიგნალის მიმღები სეტ ტოპ ბოქსების ბაზარზე არსებული მცირე რაოდენობა და ციფრული ქსელის აგებასთან დაკავშირებული ხარვეზები. ასევე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხილვაც პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.


სწორედ ამ პრობლემების განხილვას და გადაჭრის გზების გამონახვას ისახავდა მიზნად 27 მაისს„ფრონტლაინ კლუბში“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ორგანიზებით გამართული მრგვალი მაგიდა.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებმაც უნდა ააგონ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე რეგიონული, ეროვნული და თბილისის ციფრული საეთერო ქსელი.


დისკუსიის პირველ ნაწილში სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებითი პრობლემები არ არსებობს.მან მიმოიხილა მეზობელი სახელმწიფოების თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მზაობა. ვახტანგ აბაშიძის თქმით, უკვე ოფიციალურად მიიღეს ამ სახელმწიფოებიდან პასუხი, რომ ისინი არ თიშავენ ანალოგურ სიგნალს 2015 წლის 17 ივნისს, თუმცა მზაობას გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელსშეუწყობენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.

 

არსებული სიტუაციისა და ქსელის მშენებლობის პროცესის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს შპს „ვეზირმა“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსს აშენებს და ამხანაგობა „მულტიპლექსთბილისმა“, რომელიც თბილისის მაუწყებლებისთვის აგებს ციფრულ საეთერო ქსელს. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ქუბინიძემ აღნიშნა, რომამ ეტაპისთვის არ არსებობს საქსელო პრობლემები და ყველაფერი დაგეგმილი სქემით მიმდინარეობს.

 

ეროვნული ციფრული საეთერო ქსელის მშენებლობისშესახებ მოხსენება გააკეთა შპს „სტერეო+“ -ს დირექტორმა დავით ზილფიმიანმა და აღნიშნა, რომ მას მულტიპლექსში უკვე ჩართული აქვს 20 ტელევიზია. ქსელის მშენებლობა კი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ლიცენზიით გათვალისწინებულ ვადებში მზად იქნება ექსპლუატაციისთვის.

 

შეხვედრის მეორე ნაწილში მომხსენებლებმაისაუბრეს ციფრული მაუწყებლობის შესახებ მომხმარებლების ინფორმირების პროცესისა და ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობების კონცენტრაციის პრობლემებზე.


რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა კი საზოგადოებას „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ საეთერო მაუწყებლობას მოსახლეობის 41 პროცენტი იღებს (არ მოიცავს აჭარისა და ქვემო ქართლის მონაცემებს). რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის აბონენტს ციფრული სიგნალის მისაღებად „სეტ ტოპ ბოქსი“ დასჭირდება ამიტომაც ნათია კუპრაშვილმა ხაზი გაუსვა მოსახლეობის ინფორმირების და მათი მზაობის პროცესის მნიშვნელობას.


სსიფ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ პრესსპიკერმა, სალომე გელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელიც სააგენტომ განახორციელა ინფორმირების თვალსაზრისით. მისი თქმით, სააგენტო PR კამპანია განსაკუთრებით აქტიური ივნისის თვეში იქნება.
მოსახლეობის მზაობის კუთხით არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა IDFI-ის ანალიტიკოსმა, ნატა ძველიშვილმა. მან სარეკლამო კამპანიის გაუმჯობესებისთვის, მოსახლეობის სწრაფად და ეფექტურად ინფორმირებულობისთვის, IDFI-ის რეკომენდაციები წარადგინა.


IDFI ადვოკატირებას უწევს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. ორგანიზაცია სახელმწიფო სტრატეგიის შექმნაში აქტიურად იყო ჩართული და ახლა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საინფორმაციო მონიტორინგს ახორციელებს.


შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მოსახლეობის მზაობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ქსელის უხარვეზოდ აგების შემთხვევაშიც ტელეკომპანიებს პრობლემები შეექმნებათ, თუ მაყურებელი არ მოემზადა შესაბამისად ციფრული სიგნალის მიღებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთის მხრივ მომხმარებლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, ვის დასჭირდება „სეტ ტოპ ბოქსი“ 17 ივნისისთვის და მეორეს მხრივ ბაზარზე ამ მოწყობილობის საკმარისი რაოდენობით შემოტანა.


მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის "ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგისა და მხარდაჭერის"ფარგლებში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დაფინანსებით.

 

 

/public/upload/DB kampania.pdf

 

/public/upload/regionuli arxebis yurebis machvenebeli.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023