ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში OGP-ის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 სექტემბერი 2014

24 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მესამე საიუბილეო შეკრებაზე სიტყვით გამოვა. შეხვედრაში მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართავენ OGP-ის მმართველი კომიტეტის სხვა წევრი სახელმწიფოების ლიდერები, კერძოდ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მექსიკის და ინდონეზიის პრეზიდენტები, აგრეთვე სამხრეთ აფრიკის, ტანზანიის, ხორვატიის, მონტენეგროსა ნორვეგიის პირველი პირები.

ღონისძიება, რომლის სახელწოდებაა „ღია მმართველობის პარტნიორობა: მოქალაქეთა აქტიურობა, მთავრობის პასუხისმგებლობა“ გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის ნაწილი იქნება. შეხვედრის მიზანია ქვეყნებმა ერთმანეთს გაუზიარონ თუ რა პროგრესს მიაღწიეს მთავრობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით.

24 სექტემბერსვე გამოცხადდება OGP-ის პირველი ჯილდოს მფლობელი მოქალაქეთა ჩართულობისთვის, გამოვლინდება სამი საუკეთესო ინიციატივა, რომელიც ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაერთვნენ მოქალაქეები და დაეხმარონ მთავრობას გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებაში.

OGP-ის წევრი 64 ქვეყნის მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება ერთად მუშაობს იმისათვის, რომ ხელისუფლება უფრო მეტად პასუხისმგებლიანი გახდეს. მიუხედავად მნიშვნელოვანი მიღწევებისა, კიდევ ბევრი პრობლემა რჩება იმისათვის, რომ მოქალაქეებს უფრო მეტი ნდობა ჰქონდეთ, ჩაერთვნენ და მიიღონ მონაწილეობა მმართველობით გადაწყვეტილებებში.

სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ 24 სექტემბერს დილით ფორდის ფონდთან ერთად გაიმართება საქმიანი საუზმე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, სადაც სიტყვით გამოვა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ OGP-ის მიღწევებსა და გამოწვევებზე, იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ OGP-ის პლატფორმა უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად, განიხილავენ რა აქტივობებია უფრო ეფექტური, რომელი არ მუშაობს და როგორ შეიძლება გააერთიანონ ძალები შედეგის მისაღწევად.

 

25 სექტემბერს კი გაიმართება OGP-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრა, სადაც რამდენიმე ქვეყანა ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენს, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება OGP-ის 2015 წლის პრიორიტეტებიც. მართველი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს წარმოადგენს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი რუსუდან მიხელიძე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024