ელექტრონული ჩართულობა საქართველოში - კვლევის პირველადი შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 11 ოქტომბერი 2012

 

აღნიშნული კვლევა განხორციელდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქოსაზოგადოებისგანვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ელექტრონული კომუნიკაციის კუთხით არსებული გამოწვევების დასადგენად, პირველი საანგარიშო პერიოდისთვის, გადაწყდა სოციალურ ქსელ Facebook-ში 19 სამთავრობო უწყების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური გვერდის მონიტორინგი.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის დასაწყისში ერთგვარი გამოწვევა იყო ოფიციალური გვერდების დადგენა, რადგან Facebook-ში არსებობსერთიდაიგივე პოლიტიკური პარტიის, საჯარო პირის, მედია საშუალებისრამდენიმე გვერდი. ამის გამო ხშირად ჭირს ოფიციალური წარმომადგენლობების გარჩევა რიგითი მომხმარებლის მიერ საკუთარი ინიციატივით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან საჯარო პირის სახელზე შექმნილი გვერდისგან. ამის გამო კვლევითი ჯგუფი დაეყრდნო შერჩეული კვლევითი ობიექტები სოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებულ Facebook-ის გვერდზე გადასასვლელად ღილაკს. პრემიერ-მინისტრისა და დავით ბაქრაძის შემთხვევაში კი შეირჩა ის გვერდი სადაც განთავსებული იყო „ღია პეტიციებისა“ და „არჩევნების“ აპლიკაცია. გარდა ამისა, ზოგიერთ პარტიას ოფიციალური გვერდი შექმნილი ჰქონდა არა პარტიის, არამედ მისი ლიდერის სახელზე.

 

ივლისიდან მონიტორინგი უტარდებოდა სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდებზე ყოველდღიურად განთავსებულ ინფორმაციას. აღნიშნულ ანგარიშში კი მოცემულია 31 აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელში გაზიარებულ „პოსტებთან“ დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სტატისტიკური მონაცემები, ძირითადი ტენდენციები და აღმოჩენილი პრობლემები.

მონიტორინგი ეყრდნობოდა რამდენიმე მეთოდს:

  1. შერჩეული კვლევითი ობიექტების მიერ სოციალური ქსელის გამოყენების დონის, სიხშირისა და ეფექტურობის შესაფასებლად, მუდმივად აღირიცხებოდა მათ მიერ განთავსებული ინფორმაცია, მისი სახეობა, განთავსების ფორმა. გარდა ამისა, ყურადღება ექცეოდა თუ რა ტიპის ცნობები იყო დადებული თითოეული სუბიექტის მიერ Facebook-ის გვერდზე საკუთარი საქმიანობის, მისიის, სტრატეგიისა და ფუნქციის მომხმარებლისთვის გასაცნობად. კვლევითი ობიექტების გახსნილობის, ღიაობისა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინების მაჩვენებლად კი მათ მიერ პირადი შეტყობინებებისა და ე.წ კედელზე კომენტარების დაწერის საშუალება გახლდათ.
  2. მოქალაქეების ჩართულობის დონის განსასაზღვრად აღირიცხებოდა ყოველდღიურად გვერდის გამომწერთა რიცხვი, განთავსებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ გაზიარება და მოწონება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომენტარების რაოდენობაზე, მათ შინაარსსა და ზოგადად გამართული დისკუსიების ხარისხზე. გარდა ამისა, ყველაზე საგულისხმო მომხმარებლის მიერ კვლევითი ობიექტებისთვის დაწერილი კომენტარების სახეობა იყო. ამ შემთხვევაში აღირიცხებოდა რამდენად პასუხობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, საჯარო უწყებები, მედია საშუალებები მომხმარებელთა მხრიდან დასმულ კითხვებს და რამდენად ზრუნავდნენ მათ ინფორმირებას.  ამას გარდა, კომუნიკაციის დონის უკეთ განსასაზღვრად, კვლევის დროს პირადი შეტყობინებები გაეგზავნათ შერჩეული სუბიექტების გვერდების ადმინისტრატორებს.
  3. ანალიზის შედეგად აღირიცხებოდა მონიტორინგის დროს დაფიქსირებული პრობლემები და შერჩეული საკვლევი ობიექტების ელექტრონული კომუნიკაციის  სტრატეგიები.
  4. პრობლემების გამოვლენასთან ერთად, პოლიტიკური სუბიექტებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, აღებულ იქნა პოლიტიკური კომუნიკაციის დამყარების ამერიკული მაგალითი ბარაკ ობამასა და მიტ რომნის Facebook-ის გვერდების შიგთავსის გაცნობით.

 

 

პოლიტიკური სუბიექტების Facebook გვერდების მონიტორინგ

პოლიტიკური სუბიექტების გვერდების მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი ტენდენციები:

  • პოლიტიკური აქტივობა და დისკუსია საკმაოდ პოლარიზებულია - მომხმარებელთა მაღალი აქტივობა შეინიშნება მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის გვერდზე მოქალაქეების მხრიდან პოსტები მოწონების, გაზიარებისა და საკუთარი მოსაზრებების დატოვების კუთხით. მაშინ როცა, სხვა დანარჩენი პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტების გვერდებზე ამგვარი აქტიურობა ნაკლები ინტენსივობით გამოირჩევა.
  • შეიძლება ითქვას, რომ პარტიებისა და საჯარო პირების გარკვეულ ნაწილს სოციალური ქსელის გვერდის დახმარებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის აგების თანმიმდევრული სტრატეგია არ გააჩნია. გამონაკლისების შემთხვევაში კი შეინიშნება ინოვაციური სტრატეგიების სიმცირე.
  • კვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ ერთეული გამონაკლისების გარდა, პოლიტიკური სუბიექტების გვერდების ადმინისტრატორები მნიშვნელოვნად არ თვლიან მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემას.
  • ხშირია კომენტარების გაქრობის ფაქტები, განსაკუთრებით კი იმ გვერდებზე, სადაც მოქალაქეების აქტივობა მაღალია.
  • სოციალურ ქსელ Facebook-ში დაინტერესებული პირისთვის ხშირ შემთხვევაში რთულია პარტიის იდეოლოგიის შესახებ ინფორმაციის ნახვა. განთავსების შემთხვევაში კი ისინი ჩაკარგულია ძველ „პოსტებში“. შეინიშნება საკუთარი სტრატეგიების გადმოცემისთვის ინოვაციური საშუალებების გამოყენების სიმცირე.
  • ქართული პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, ამომრჩეველთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით საკმაოდ ერთფეროვან საშუალებებს იყენებენ. არ შეინიშნება მათი მხრიდან საკუთარი სტრატეგიის მუდმივად დახვეწის ან ინოვაციური მიდგომების ძიების მცდელობა.
  • მოქალაქეების კომენტარების შინაარსის გაცნობამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებელი ნაკლებად ეხება პარტიულ პოლიტიკას და არ ცდილობს მის იდეოლოგიაზე მსჯელობაში ჩართვას, არსებობს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომელიც პირიქით, ამ საკითხებით არის დაინტერესებული. თუმცა, ამ შემთხვევაში, სოციალურად აქტიური ადამიანები აწყდებიან მათი კითხვებისა და პრობლემების მიმართ თავად პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გამოჩენილ უყურადღებობას.

 

საჯარო დაწესებულებების სოციალური ქსელების მონიტორინგი

მონიტორინგის პირველადი შედეგების მიხედვით გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები:

  • გვერდების უმრავლესობას ე.წ. კედელი დაბლოკილი აქვს, 6 მათგანს კი პირადი მესიჯის ფუნქციაც არ აქვს გააქტიურებული.
  • დაწესებულებები ძირითადად ორიენტირებულნი არიან, განათავსონ რაც შეიძლება მეტი სიახლე ბმულისა და ფოტოს სახით, მომხმარებლის კომენტარი, შეკითხვა თუ პრობლემა კი, ხშირ შემთხვევაში, უპასუხოდ რჩება.
  • ხშირ შემთხვევაში, უწყებების მხრიდან გამოხმაურების რაოდენობა არის მინიმალური, თუმცა არის დაწესებულებები, რომელთაც კითხვებზე პასუხის გაცემის კუთხით სხვა დანარჩენებთან შედარებით უკეთესი შედეგი აქვთ.
  • უწყების Facebook გვერდებზე განთავსებული მედია ინფორმაცია  უმეტესწილად დაუბალანსებელია, რადგან მხოლოდ იმედის, რუსთავი 2-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტებია გამოყენებული.
  • რამდენიმე უწყებას მხოლოდ ერთი პარტიისა და მისივე ახალგაზრდული ფრთის გვერდები აქვს „დალაიქებული“. გარდა ამისა, რამდენიმე დაწესებულების მიერ მოწონებული გვერდების სიაში ერთ-ერთი პარტიის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფიციალური Facebook გვერდია.
  • შეიმჩნევა მომხმარებელთა მხრიდან კომენტარების სიმცირეც, რაც შესაძლოა გამოწვეულია იმით, რომ ადმინისტრატორი მეტწილად უპასუხოდ ტოვებენ შეკითხვებს, ან გვერდზე იშლება კრიტიკული შინაარსის კომენტარები.
  • დაფიქსირდა ორი ოფიციალური გვერდის უკანონო წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენების პრეცედენტი. ეს უწყებები საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის საწინააღმდეგოდ უკანონოდ იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსებს.
  • გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების გამოყენების ტენდენცია, რომელთა ძირითადი მოვალეობაა ამა თუ იმ უწყების გვერდზე კომენტარების დატოვება, სიახლეების მოწონება და გაზიარება.
  • გვერდის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ძირითადად ისევ ამავე უწყების თანამშრომლები ანდა სხვა საჯარო სექტორში დასაქმებული პირები არიან.

 

მაუწყებლების სოციალური ქსელების მონიტორინგი

პროექტის ფარგლებში განხორციელდა  ცენტრალური მაუწყებლების - „რუსთვი 2“, „იმედი“, ,,კავკასია" „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - ოფიციალურ Facebook გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტელე-მედია საშუალებების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების დონის, სიხშირის, ეფექტურობისა და მათ მიერ შერჩეული ელექტრონული კომუნიკაციის სტრატეგიის  შეფასება, ტელეკომპანიების  სოციალური ქსელებში საინფორმაციო პრიორიტეტების დადგენა და მოქალაქეების ჩართულობის დონის განასაზღვრა. კვლევის შედეგად რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია  გამოიკვეთა:

 

კომუნიკაციის სტრატეგია:

  • მედია საშუალებების ნაწილი (იმედი, რუსთავი2, კავკასია) სოციალურ ქსელს  ეფექტურად და მიზანმიმართულად არ იყენებს და მომხმარებელთან კომუნიკაციის  არანაირი სტრატეგია არ აქვს;
  •  იმედის, რუსთავი 2-სა და კავკასიის მიერ ინფორმაციის გავრცელება ხდება არათანმიმდევრულად და ხშირად მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული „პოსტები“ ჭარბობს ტელეკომპანიის მიერ გაზიარებული სიახლეებს;
  • ტელეკომპანიების Facebook-ის გვერდებზე, გარდა მეცხრე არხისა, არ არის ინტეგრირებული ან არ ფუნქციონირებს თანამედროვე აპლიკაციები და სერვისები;
  • მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიების უმეტესობას საკმაოდ დიდი ხანია  Facebook-ის  ოფიციალური გვერდები აქვთ, არ  შეინიშნება წინსვლა მაყურებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და სერვისების დახვეწის  მიზნით;  
  • მაყურებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხდება მხოლოდ შერჩევით;
  • ექვსი ტელეკომპანიიდან სამს - მაესტროს, მეცხრე არხსა და რუსთავი 2-ს ჩაკეტილი აქვს კედელი.

 

პრიორიტეტული თემები:

  • მონიტორინგის პერიოდში ჩვენთვის საინტერესო იყო ტელეკომპანიების სოციალურ ქსელში საარჩევნო საკითხების გაშუქების ინტენსივობის დადგენა. ბუნებრივია,  რომ იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევიან, ტელევიზიებიც საარჩევნო რეჟიმში მაუწყებლობენ, თუმცა სოციალურ ქსელში პრიორიტეტული თემების შერჩევაზე ამ ფაქტს  გავლენა ყველა ტელევიზიის საინფორმაციო პრიორიტეტებზე არ  მოუხდენია;
  • კვლევამ აჩვენა, რომ  სოციალურ ქსელში ტელეკომპანიების აქტივობის ხარისხი, გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი, მომხმარებლების რაოდენობა და მათი ჩართულობის მაჩვენებელი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება;
  • სოციალურ ქსელში გაცილებით მაღალია იმ ტელეკომპანიების აქტიურობა,  რომლებსაც  მაუწყებლობის შეზღუდული  არეალი  აქვთ. შესაბამისად, მაღალია მათი რეიტინგიც.

 


  იხილეთ ერთიანი კვლევა - პროექტის ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში პირველადი შედეგები

 იხილეთ ერთიანი კვლევა - პროექტის ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში პირველადი შედეგები

 პოლიტიკური სუბიექტების Facebook გვერდების მონიტორინგი

 საჯარო დაწესებულებების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგი

 მედია საშუალებების Facebook გვერდების მონიტორინგი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024