პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 22 ნოემბერი 2014

კვლევის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2014 წლის სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში, შესწავლილი იქნა, რამდენად უზრუნველყო 133 საჯარო დაწესებულებამ „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ დადგენილებებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

კვლევამ აჩვენა რომ:

  • 35 ადმინისტრაციულ ორგანოს მონიტორინგის პერიოდისათვის საერთოდ არ ჰქონდათ შექმნილი საჯარო ინფორმაციის გვერდი ან აღნიშნულ გვერდზე არ ჰქონდათ წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია. (მათ შორისაა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო);
  • 98 უწყებიდან ინფორმაციის განთავსების 100%-იანი მაჩვენებლები აჩვენა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ;
  • 98 უწყებიდან ინფორმაციის განთავსების 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი მიიღო ოცმა მათგანმა. მათ შორისაა: შსს მომსახურების სააგენტო - 21%, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - 21%, იუსტიციის სასწავლო ცენტრი 42%, აჭარის ა/რ-ის მთავრობის აპარატი - 48%.
  • დაწესებულებები უმეტესწილად ვებ-გვერდებზე ათავსებენ მხოლოდ იმ მინიმალურ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებს.

კვლევის ფარგლებში დეტალურად იქნა გაანალიზებული შესაბამისი დადგენილებებით განსაზღვრული თითოეული პუნქტის მიმართებაში ინფორმაციის განთავსების საუკეთესო და ცუდი პრაქტიკა კონკრეტული დაწესებულებების მაგალითზე. იმ პუნქტებთან მიმართებაში, რომლებიც დაწესებულებას აძლევს მინიმალური ინფორმაციის განთავსების საშუალებას წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

 

იხილეთ სრული კვლევა

/public/upload/IDFI/proaqtiuli gamoqveynebis machveneblebi.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024