2013 წელს რეგისტრირებული დანაშაული 16,6 % გაიზარდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 29 აპრილი 2013
2013 წლის 12 აპრილს IDFI-იმ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოთხოვნილ ინფორმაციას წარმოადგენდა თვეებისა და მუხლების მიხედვით ჩაშლილი, საქართველოში 2013 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკური მონაცემები.

2013 წლის 24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუმცა არასრულყოფილი სახით. კერძოდ, არ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით დანაშაულთა სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით – რადგან შსს-ს მიერ მოწოდებული იქნა მხოლოდ ჯამური მაჩვენებლები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესადარებლად, შსს-მ ინსტიტუტს დამატებით მოაწოდა 2012 წლის შესაბამის თვეებში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკაც – რაც განცხადებით ჩვენს მიერ მოთხოვნილი არ იყო.

shssregistrdanashauli

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ იანვარ-მარტის თვეებში საქართველოში სულ რეგისტრირებულ იქნა 11,708 დანაშაული, რაც წინა წლის შესაბამის თვეებში რეგისტრირებულ 10,033 დანაშაულთან მიმართებაში წარმოადგენს დანაშაულის 16,6%-ით მატებას. მართალია 2013 წლის იანვარი-მარტის თვეებში, წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით, აგრეთვე იმატა გახსნილ საქმეთა პროცენტულმა მაჩვენებელმა, თუმცა მეტი რაოდენობის გაუხსნელი დანაშაული (7871) წინა წელიწადთან შედარებით (7143) მაინც 2013 წლის პირველ კვარტალზე მოდის.

shssdanashaulisgaxsna

საინტერესოდ მიგვაჩნია შსს-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მაჩვენებლების კონკრეტული თვეების მიხედვით შედარებაც. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი რეგისტრირებული დანაშაული, 2012 და 2013 წლის პირველ კვარტლებში მოდის მარტის თვეზე. 2012 წლის მარტის თვეში რეგისტრირებულ იქნა 3525, ხოლო 2013 წლის ამავე თვეში 4396 დანაშაული. მიღებული ინფორმაციიდან აგრეთვე იკვეთება, რომ 2012 წელთან შედარებით მომატებულია რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვის პროცენტული მაჩვენებელი. კერძოდ, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია: 2013 წლის იანვარში 20,2 %-ით, თებერვალში 15,7 %-ით, ხოლო მარტის თვეში 24,7 %-ით. მთლიანობაში როგორც ზევით უკვე აღვნიშნეთ, დანაშაულის რიცხვის ზრდამ 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის იგივე პერიოდთან მიმართებაში შეადგინა 16,6%.

shssregistrdanash1

 

shssdinamika

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სრულყოფილი პასუხის მოწოდების შემთხვევაში მოგვეცემოდა საშუალება აგრეთვე წარმოგვედგინა კონკრეტული მუხლების მიხედვით ჩადენილ დანაშაულთა დინამიკაც, რაც ჩვენი აზრით მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის გასაცნობად, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ვერც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის (www.police.ge) სტატისტიკისათვის განკუთვნილ განყოფილებაში მოვიძიეთ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024