მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 28 თებერვალი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს დამოუკიდებელი მედიის „აჭარა თაიმსის"  რედაქტორის სულხან მესხიძისა და TOK-TV-ის ჟურნალისტებს  მიხეილ დარბაიძეს და ინგა ირიციანის წინააღმდეგ მორიგ უკანონო ხელშეშლისა და დისკრედიტაციის შემთხვევებს. აღნიშნული ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” და მის მიერ ორგანიზებული პირები სისტემატურად ცდილობენ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას და მედიის დისკრედიტაციას.

 

27 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქში" შენობის სახურავის ჩამონგრევის გაშუქებისას „აჭარა თაიმსის" რედაქტორ სულხან მესძიხეს უცნობი პირი პროფესიულ საქმიანობაში უშლიდა ხელს და მის გაძევებას ცდილობდა.

 

27 თებერვალსვე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, TOK-TV-ის ჟურნალისტების მიხეილ დარბაიძის და ინგა ირიციანის კითხვებს „მავნებლობა" და „ჭორაობა" უწოდა, მედიის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც ცდილობდა პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციას. აღნიშნული ინციდენტი კი ხდება იმ ფონზე, როდესაც მკვეთრად გაუარესდა მედიისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა. 

 

„ქართული ოცნების" პირობებში მედია უმძიმეს ზეწოლასა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება. რეჟიმი ორგანიზებას უწევს მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს, ემუქრება, უკანონოდ აჯარიმებს და თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება გამომცემლობა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. ტოტალური დაუსჯელობა ფონზე მედიაზე თავდასხმაში მონაწილე არც ერთი პირი არ გამოვლენილა და პასუხისგებაში არ მიეცა. 

 

არსებული გარემოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა ყოველდღიური ბრძოლაა. თავისუფალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია, და მასზე თავდასხმა არის პირდაპირი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე. 




სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024