მედია კლუბის პირველი შეხვედრა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 ოქტომბერი 2010

ფონდ „ღია საზოგადოება საქარველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურსების ბაზის“ ფარგლებში 1 ოქტომბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ოფისში გაიმართა  მედია კლუბის პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს განემარტათ პროექტის ძირითადი მიმართულებები, რაც ვებ-გვერდზე სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას გულისხმობს. ამასთან ერთად, აღინიშნა, რომ რამდენადაც საჯარო ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებამდე სწორედ მედია საშუალებებია და უფრო მეტად, საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაკავებული ჟურნალისტები, მედია კლუბის შეხვედრების მიზანია ინსტიტუტის პროექტის განხორციელების ფარგლებში სწორედ მედია სექტორისგან მიიღოს რეკომენდაციები, თუ რა სახის საჯარო ინფორმაცია არის საინტერესო და აქტუალური მედია წარმომადგენლებისთვის.

 

მედია კლუბის  პირველ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ   მას შემდეგ რაც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ გამოითხოვს საჯარო ინფორმაციას საჯარო დაწესებულებებიდან,  წერილის შინაარსის და ადრესატის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნება მედია კლუბის წევრებს, იმ მიზნით, რომ არ მოხდეს ინსტიტუტის და  მედია კლუბის წევრთა მხრიდან ანალოგიური შინაარსის ინფორმაციის გამოთხოვნა. ეს მედიის წარმომადგენელთა დროსა და რესურსებს დაზოგავს. ამასთან, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შემოსული საჯარო ინფორმაციის შესახებ მოკლე ანოტაციები გადაეგზავნება მედია კლუბის წევრებს ოპერატიულ რეჟიმში, რათა მათ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის შინაარსი შეიტყონ პირველებმა.

 

გადაწყდა, რომ მედია კლუბის შეხვედრები გაიმართება რეგულარულად, თვეში ერთხელ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ოფისში, ა. მაჭავარიანის (არაგვის) ქ.#4. მორიგი  შეხვედრა იგეგმება  საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურს ბაზის ვებ–გვერდის პრეზენტაციის შემდეგ. მედია კლუბის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჟურნალისტისათვის.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024