აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ღიაობის მაჩვენებლებს ალამაზებს

სიახლეები 7 მარტი 2012

IDFI აქვეყნებს საინტერესო სტატიის თარგმანს „ღია მთავრობის“ ინიციატივის ავტორი ქვეყნის აშშ-ს, ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული პრაქტიკის შესახებ. გაეცანით, როგორ ცდილობს აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო „გააუმჯობესოს“ ინფორმაციის ღიაობის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც 2011 წელს ყველაზე გაუმჭვირვალე საჯარო დაწესებულების ჯილდო (ე.წ. „როზმარის ჯილდო“ - ეს ჯილდო ატარებს პრეზიდენტ ნიქსონის მდივნის, როუზ მერი ვუდსის სახელს, რომელმაც უიტერგეიტის საქმესთან დაკავშირებული ჩანაწერები წაშალა.)ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან მიიღო

 

სურათზე: როუზ მერი ვუდსი

2011 წლის ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებისთვის განკუთვნილი ე.წ. „როზმარის ჯილდოთი“ ეროვნული უსაფრთხოების არქივმა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო დააჯილდოვა. ამის საპასუხოდ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის პოლიტიკის ოფისმა სამინისტროს ვებ-საიტზე განაცხადა, რომ 2011 წელს მათ მიაღწიეს საჯარო ინფორმაციის გაცემის სრულიად გამაოგნებელ 94.5%-იან მაჩვენებელს. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ტრეისი შმალერმა განაცხადა, რომ „ვინც კი რაიმე იცის ინფორმაციის თავისუფლების აქტის შესახებ, გეტყვით, რომ იუსტიციის სამინისტრო აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს ღიაობასა და გამჭვირვალობას ამ აქტის ფარგლებში“.

აშშ-სწ იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დიაგრამა

 


თუმცა, თუ იუსტიციის სამინისტროს წლიური ანგარიშით ვიხელმძღვანელებთ, აღმოვაჩენთ, რომ ზემოთაღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი, მსუბუქად რომ ითქვას, გადაჭარბებულია. ამ ანგარიშში, სამინისტრო გამოყოფს თერთმეტ მიზეზს, რის გამოც უარი ეთქვათ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნებს. მაგრამ, იმისათვის, რომ 94.5%-იანი ზრდის მაჩვენებლისთვის მიეღწია, სამინისტრომ არჩია შეედარებინა მხოლოდ ორი მიზეზი ამ თერთმეტიდან - სრული უარი დოკუმენტის გაცემაზე და ნაწილობრივი უარი დოკუმენტის გაცემაზე (ნაწილობრივ უარად მიიჩნევა მხოლოდ ერთი სიტყვით პასუხგაცემული დოკუმენტიც კი).
მაგრამ როდესაც 94.5%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა, სამინისტრომ არ გაითვალისწინა ინფორმაციის თავისუფლების აქტის ის მოთხოვნები, რომლებზეც პასუხის გაცემა უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: გადასახადი; მოთხოვნის გადამისამართება სხვა საჯარო დაწესებულებაში, როდესაც მომთხოვნი კვლავ ელოდება პასუხს; ინფორმაციის არქონა, რაც ხშირად სამინისტროს თანამშრომლების არაადეკვატური ძიების შედეგია; და მოთხოვნები, რომლებიც „უადგილოა სხვა მიზეზების გამო“ - ეს სხვა მიზეზები მოიცავს სიტუაციას, როდესაც ინფორმაციის არსებობას „არც ადასტურებენ და არც უარყოფენ“.
როდესაც თერთმეტივე მიზეზი არის გათვალისწინებული, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის რეალური მაჩვენებელი 56.7%-ია.


ეროვნული უსაფრთხოების არქივის მიერ შედგენილი დიაგრამა აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს 2010 ფისკალური წლის ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით.

 ასეთი თვითნებობა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის ანგრაიშთან მიმართებაში, ეჭვქვეშ აყენებს ინფორმაციული პოლიტიკის ოფისის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების სიზუსტესაც.


ამას გარდა, ეს შემთხვევა არყევს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში წამყვანი ინსტიტუტის რეპუტაციასაც. როგორც სენატორმა გრასლიმ შეახსენა იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული პოლიტიკის ოფისის უფროსს მელანი პასტს 2011 წლის 15 მარტს სენატის სხდომაზე, „პრეზიდენტმა ინფორმაციის თავისუფლებს აქტის ძალიან მაღალი სტანდარდი დააწესა. და თუ ჩვენ ორ წელიწად-ნახევრის შემდეგაც იგივეს ვაკეთებს ამ ადმინისტრაციაში, რასაც 20 წლის მანძილზე ვაკეთებდით, მაშინ პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხალხი მის დაწესებულ სტანდარდს არ აკმაყოფილებს.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სტანდარტის დაკმაყოფილება ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული პოლიტიკის ოფისი უნდა გახდეს ინფორმაციის თავისუფლების აქტის სამაგალითო ინსტიტუტი და ცვლილებების მამოძრავებელი ძალა ფედერალურ ხელისუფლებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტრომ არ უნდა მიიღოს ინფორმაციის თავისუფლების აქტის საწინააღმდეგო რეგულაციები (რაც მაგალითი ხდება სხვა დაწესებულებებისთვის). ასევე, სამინისტრომ უნდა ითავოს დანარჩენი 96 ფედერალური დაწესებულების, მათ შორის „უსაფრთხოების დაწესებულებების“, მეთვალყურეობა და კონტროლი, რათა მათაც დააკმაყოფილონ პრეზიდენტ ობამას მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტები. ასევე, ეს ნიშნავს, რომ სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს ისეთი „უცნაური“ არგუმენტები შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში, როგორც ის, რომ ინფორმაციის თავისუფლების აქტი უნდა გახდეს ინფორმაციის შემაფერხებელი, და არა ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონი.

 


ავტორი: ნეიტ ჯონსი, გამოქვეყნებულია 29 თებერვალს, 2012.
ქართული ვერსია: თამარ იაკობიძე

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023