ავტორი: ნინო ცუხიშვილი
IDFI-ის სამართლის ექსპერტი/ ღია საზოგადოების ფონდის
ადამიანის უფლებათა სტაჟირების პროგრამის 2013 წლის სტიპენდიანტი
სტატია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვას საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებით. სტატიაში ასახულია, წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის ცვლილება ინფორმაციის მიღების უფლების აღიარების კუთხით და მოიცავს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების ანალიზს, რომელიც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ,უნდა გაითვალისწინონ ეროვნული კანონმდებლობის დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის გაუმჯობესების მიზნით.
სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.
სტატიაში გამოქვეყნებული მოსაზრებებზე პასუხისმგებელია IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და შესაძლებელია ისინი არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს.