g.davituri@idfi.ge
+99532 2921514
გიორგი დავითური
კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი
გიორგი დავითური IDFI-ის გუნდს 2020 წლის ოქტომბერს შემოუერთდა.
IDFI-ში გადმოსვლამდე, იგი იკავებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი სამართლებრივი მრჩევლის პოზიციას. მისი პროფესიული გამოცდილება, მოიცავს საჯარო სამსახურში, სამოქალაქო სექტორსა და აკადემიურ სფეროში საქმიანობის 8 წელს.
გიორგი დავითურს აქვს არაერთი ანალიტიკური პროექტის მართვის, სამართლებრივი ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და გაციფრულების, ასევე, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობის გამოცდილება. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ელექტრონული სისტემის შექმნისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების არქივის გაციფრულების პროცესის მართვა. აგრეთვე, მის მიერ დაგეგმილი და დაწყებული რამდენიმე წარმატებული სტრატეგიული სამართალწარმოება, რომელთა შედეგებმა არსებითად შეცვალა შესაბამის უფლებათა განმარტებისა და გამოყენების პრაქტიკა.
გიორგი დავითური ფლობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს საჯარო სამართლის მიმართულებით. აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება და ჩატარებული აქვს არაერთი ტრეინინგი სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელთათვის. იგი არის რამდენიმე აკადემიური ნაშრომისა და სახელმძღვანელოს, აგრეთვე, არაერთი ანალიტიკური ბლოგის ავტორი/თანაავტორი.
მისი ინტერესის სფეროებია - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი, სამართალი და ტექნოლოგიები.
გიორგი დავითური (ის) პუბლიკაციები