n.akhaladze@idfi.ge
+99532 2921514
ნატალია ახალაძე
იურისტი
ნატალია ახალაძე IDFI-ში იკავებს იურისტის პოზიციას, ის გუნდის წევრი გახდა 2020 წლის აპრილში. ნატალია, ასევე, გახლავთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლისა და უნარ-ჩვევების კლინიკის კოორდინატორი. მას აქვს როგორც კერძო, ისე არასამთავრობო სექტორში იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 2017 წლიდან ის, ასევე, ეწევა ტრენერის საქმიანობას. ნატალიას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა პროფესიული გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და გადის პროფესიული ადაპტაციის პროგრამას.
ნატალიამ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრის და მაგისტრატურის საფეხურები და ერთი სემესტრის განმავლობაში გაცვლითი პრგორამით სწავლობდა ესპანეთში, ლა კორუნას უნივერსიტეტში. სამართლის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მას რამდნეჯერმე მიღებული აქვს სახელმწიფო სტიპენდია, იყო არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი და თემის ავტორი, სამართლის თემატიკაზე გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი, მონაწილეობა აქვს მიღებული იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და დებატებში.
ნატალიას მშობლიური ენაა ქართული, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას, საშუალო დონეზე იცის ფრანგული და რუსული ენები.
ნატალია ახალაძე (ის) პუბლიკაციები