ლევან ავალიშვილი

l.avalishvili@idfi.ge

+99532 2921514

ლევან ავალიშვილი

პროგრამების დირექტორი

ლევან ავალიშვილი არის ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის’’ (IDFI) პროგრამების დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას აქვს 13 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ორგანიზაციულ ხელმძღვანელობაში, პროგრამების მართვაში, დონორებთან ურთიერთობაში და სამთავრობო სტრუქტურებთან ადვოკატირებაში.


ლევანს აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით საქართველოში. მას ჩატარებული აქვს დიდი რაოდენობით ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: ინფორმაციის თავისუფლება და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ელექტრონული მმართველობა, კარგი მმართველობა, ღია მონაცემები, ელექტრონული მმართველობის სტრატეგიების ფორმულირება და ა.შ. ლევანს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს იმ საჯარო მოხელეებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერების გადამზადებაში, რომლებიც მუშაობენ ეროვნულ და/ან საჯარო ხელისუფლებასთან, ევროკავშირის სტრუქტურებთან (EC, EPO) და USAID- ის მიერ დაფინანსებულ დაწესებულებებთან. ლევანი ასევე არის საბჭოთა კავშირის ისტორიის მკვლევარი და ამ თემაზე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


იგი არის ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრი; ამერიკის შესწავლის ინსტიტუტისა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი.

ლევან ავალიშვილი (ის) პუბლიკაციები

პირველი წინა 1 2 ბოლო