თბილისის პრინციპები: ჰუმანიტარული დახმარების მობილიზების დროს ფინანსური გამჭვირვალობის შენარჩუნების გზები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 ნოემბერი 2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მილიონობით ადამიანი ცდილობდა დახმარების მობილიზებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო საზოგადოების როლი. თანაც, ომმა გავლენა იქონია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც. შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ და უკრაინის დახმარებისთვის მობილიზებულმა აქტივობებმა აჩვენა, რომ მსგავსი სოლიდარობის მცდელობები შეიძლება შეფერხდეს ცალკეული რისკების შემცირებისკენ მიმართული რეგულაციებით. მათ შორის მოიაზრება კანონები და წესები, რომელთა მიზანი ფინანსური სისტემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა უკანონო ტრანზაქციების პრევენციაა. შესაბამისად, საჭიროა სწორი ბალანსის არსებობა, რაც რთული მისაღწევია. თუმცა, არსებულმა გამოწვევებმა და ახალმა გარემოებებმა აჩვენა, რომ კრიზისების დროს ბალანსი შეიძლება დაირღვეს და დროებით შესაძლებელია ცალკეული რისკებით ნაკლებად იხელმძღვანელონ, რათა დროულად მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა. ამავდროულად, თუ ხსენებული ბალანსი უნდა შეიცვალოს, მნიშვნელოვანია ეს მოხდეს დროულად და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

 

სწორედ ამას ეხება ე.წ. თბილისის პრინციპები, რომლებიც მიემართება სხვადასხვა სექტორს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მათი საქმიანობისა და კომპეტენციების გათვალისწინებით. კერძოდ, დოკუმენტში წარმოდგენილია შეთავაზებები საჯარო სექტორისთვის / მთავრობებისთვის, კერძო სექტორისთვის/ფინანსური ინსტიტუტებისთვის, დონორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ასევე, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფისა (FATF) და ევროკავშირისთვის.

 

ე.წ. თბილისის პრინციპები შემუშავდა 2022 წლის 7-9 ივნისს, თბილისში, ევროკავშირის გლობალური ინიციატივის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ (AML/CFT Global Facility) რეგიონული ღონისძიების დროს. შეხვედრის ადგილობრივი პარტნიორი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ღონისძიების მთავარი საკითხი გახლდათ - უკრაინაში რუსეთის შეჭრის გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივების ჭრილში.

 

ღონისძიებაში, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო 60 წარმომადგენელმა არასამთავრობო სექტორიდან აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე, ევროკავშირის დელეგაციის, ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL) და ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF), ასევე, ევროპის საბანკო ასოციაციის, კერძო სექტორისა და შესაბამისი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. თბილისის პრინციპების პირველადი დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობითა და ფასილიტაციით შეიმუშავეს.

 

/public/upload/Analysis/Tbilisi-principles-final-v2.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024