თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება

IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 26 დეკემბერი 2011

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის №3/3935-11 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი. აღნიშნული საქმის მიხედვით, IDFI-ი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის გაცემასა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

 

ინსტიტუტის მოთხოვნას სამინისტროდან 2011 წლის პირველ კვარტალთან დაკავშირებული სტანდარტულ შეკითხვებზე (სულ 18 შეკითხვა) პასუხის გაცემა წარმოადგენდა, რაც სამინისტროს მხრიდან კანონმდებლობით გაწერილ ვადებში (ისინი ვალდებულნი იყვნენ არაუგვიანეს 2011 წლის 12 მაისისა მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია) არ იქნა შესრულებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა ინსტიტუტის მიერ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. ამავე დროს, სამინისტროს მიერ არ იქნა დასაბუთებული ის, თუ რატომ არ გაიცა საჯარო ინფორმაცია. საქმის არსებითად განხილვისას, მოპასუხე მხარემ ირიბად აღიარა ის ფაქტი, რომ მათ დაარღვიეს კანონი.

 

სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე ინსტიტუტმა მიიღო სამინისტროსგან პასუხი, რომელშიც 2011 წლის 12 სექტემბერს მოთხოვნილ ინფორმაციაზე იქნა პასუხი გაცემული (2011 წლის მეორე კვარტალთან დაკავშირებით გაგზავნილი კითხვები). შესაბამისად მიღებული პასუხი არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რომლის გაცემასაც ინსტიტუტი სამინისტროსგან ითხოვდა სასამართლო პროცესზე.

 

მიუხედავად ზემოთმოყვანილი გარემოებებისა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ჩათვალა (სამინისტროს მიერ წერილში მითითებული აღნიშვნის მიუხედავად, რომ პასუხი 2011 წლის 12 სექტემბერს მოთხოვნაზე იყო გაცემული და არა 2011 წლის 02 მაისის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ დავის საგანს წარმოადგენდა), რომ მოწოდებული პასუხი მოიცავდა 2011 წლის 02 მაისს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას და ინსტიტუტის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო თავად მოდის კანონმდებლობასთან შეუსაბამობაში, მისი გადაწყვეტილებაც სამართლებრივად გაუმართავია. შესაბამისად IDFI-იმ აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

 

იხილეთ IDFI-ის მიერ სამინისტროში 2011 წლის 02 მაისს გაგზავნილი წერილები (სასამართლო დავა ეხებოდა სწორედ აღნიშნულ წერილებს);

იხილეთ IDFI-ის მიერ სამინისტროში 2011 წლის 12 სექტემბერს გაგზავნილი წერილები (სასამართლო დავის საგანს აღნიშნული წერილები არ წარმოადგენდა და სწორედ მასზე გასცა სამინისტრომ პასუხი);

იხილეთ სამინისტროს მიერ IDFI-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლითაც იგი 2011 წლის 12 სექტემბერის წერილებზე პასუხობს (აღნიშნული პასუხი აბსოლუტურად განსხვავდება იმ წერილებისგან, რომლის დავის საგანსაც სწორედ საჯარო ინფორმაციის გაცემა წარმოადგენდა);

 

იხილეთ სასამართლო გადაწყვეტილება;

/public/upload/salome/19.pdf

 

იხილეთ სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი ანალიზი.

/public/upload/salome/20.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი?

18.10.2024

OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეაჩერა

17.10.2024

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024
განცხადებები

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024
ბლოგპოსტები

FATF-ის მნიშვნელობა და საქართველოს შეფასებები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით

17.10.2024

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024