აჭარის უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის საბჭო შექმნა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 მაისი 2020

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მთავრობები, სასამართლო, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლებები ნებაყოფლობით ახორციელებენ დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებისთვის მიმართულ რეფორმებს.

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ღია მმართველობის პრინციპების სისტემური გაზიარება და 2020 წლის 30 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად უმაღლეს საბჭოში იქმნება მუდმივმოქმედი ორგანო - ღია მმართველობის საბჭო. აღნიშნული საბჭო ხელს შეუწყობს უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას ინსტიტუციური ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ღია მმართველობის საბჭო გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და მის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გამოთქვამენ მზაობას, აჭარის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინონ პროექტის - „ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024