პროექტის სახელწოდება: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მხარდაჭერა
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი
პროექტის ნომერი: HR/12/20 – 21074
გრანტის ოდენობა: 49,890 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 24 ივნისი 2020 – 15 ივლისი 2021
პროექტის აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზებით მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.პროექტის გუნდი შეისწავლის მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა აქტებს, ასევე, გამომძიებლებთან და პროკურორებთან ინტერვიუების ჩატარების გზით დამატებით გამოავლენს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება კვლევის ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და მისი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.
პროექტის მიზანი
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით, მონიტორინგის, კვლევისა და ადვოკატირების გზით. პროექტი ასევე ემსახურება ინსპექტორის საქმიანობის საჭიროებისა და გამოწვევების გამოკვეთას და ამით მისი საქმიანობის გაუმჯობესების მხარდაჭერას.
პროექტის აქტივობები
1. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევის ანგარიშის მომზადება, სადაც აისახება საკანონმდებლო ჩარჩოს, საერთაშორისო სტანდარტების, საჯარო ინფორმაციისა და მეორადი წყაროების ანალიზი, ასევე ჩატარებული ინტერვიუების შედეგები;
2. ორი უცხოური კრიტიკული თემატური სტატიის თარგმნა და გამოქვეყნება;
3. ორი თემატური მედია ტრენინგის ჩატარება;
4. სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასა და პარლამენტთან;
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი