საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში

პროექტები | დასრულებული პროექტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 28 დეკემბერი 2015

 

 

პროექტის სახელწოდება: საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის" განხორციელების პროცესში


დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში

ქვეყანა: საქართველო. 

პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი

გრანტის რაოდენობა: 45,335.70 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 28 დეკემბერი, 2015 - 28 აპრილი, 2016

 

2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივას. OGP წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას და ინკლუზიურ განვითარებას. ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა რვა დამფუძნებელი სახელმწიფოს მიერ, რომელთა შორის იყო აშშ და დიდი ბრიტანეთი. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) OGP-ის აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით საკანონმდებლო ღიაობის კომპონენტში.

 

საკუთარი წევრობის დასაწყისშივე საქართველომ OGP-ის 65 წევრ ქვეყანას შორის მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (15 ქულა მაქსიმალური 16-დან) ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების კუთხით. საქართველომ OGP-ის ფარგლებში საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, სამართლის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში გამჭვირვალე, შეთანხმებული პროცესების უზრუნველყოფის ვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო და განახორციელა პირველი სამოქმედო გეგმა (2012-13), მონაწილეობა მიიღო OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნებში და მიიღო მეორე სამოქმედო გეგმა (2014-15). 2014 წლის სექტემბერში საქართველო ორი წლით აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად. 

 

რამდენადაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულების საკითხში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გადაწყვიტა, ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ,,საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში," მხარი დაეჭირა საქართველოს პარლამენტის მსგავსი აქტივობებისთვის. კერძოდ, საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ერთეული პარლამენტებია ჩართული ღია მმართველობის ინიციატივაში, შესაბამისად ამგვარი მიდგომა თავისთავად ინოვაციურია. საქართველოს პარლამენტის მხარდასაჭერად, UNDP თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) - საქართველოში წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობაში არის მთავრობასთან ერთად ჩართული.

 

პროცესი 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 1 წელიწადზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა. კერძოდ, 2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად განაცხადა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში ჩართულობის მზაობა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებულების თანახმად შეიქმნა ინტერ-ფრაქციული ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციების 11 წევრისგან შედგება და მისი მისია საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო. სამოქალაქო საზოგადოებასთან პარლამენტის უშუალო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები იქნენ მოწვეული პროცესში ჩასართავად, მათ პარლამენტთან 2015 წლის 30 აპრილს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და იმავე დღეს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ინტერ-ფრაქციულმა სამუშაო ჯგუფმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა (ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაკომპლექტებული) ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია შეიმუშავეს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 17 ივლისს დაამტკიცა.

 

სამოქმედო გეგმის მიზანია, უზრუნველყოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. სამოქმედო გეგმის მიზანია უზრუნველყოს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა OGP-ის 4 გამოწვევას პასუხობს 18 ვალდებულებით, რომელთა განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს საპარლამენტო ღიაობას: 1. საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის კანონპროექტებზე კომენტარის დატოვების შესაძლებლობით, პლენარულ სხდომებზე დასწრებითა და საკანონმდებლო წინადადებების წარდგენის თვალსაზრისით; 2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მათ შორის კანონპროექტის განხილვისას პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და დროული გამოქვეყნება საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ კომენტარის დატოვება, ასევე, საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; 3. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება, რათა გამოქვეყნებული ინფორმაცია მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი იყოს; 4. ანგარიშვალდებულება, მათ შორის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა. 

 

ამჟამად, OGP-ის 17 ვალდებულება განსახორციელებელია. პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭო იქნება პასუხისმგებელი ორგანო სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე და მიმდინარე პროცესების კოორდინირებაზე. საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დანერგვა პარლამენტის ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო ახლად შექმნილ საბჭოს დასჭირდება მხარდაჭერა, რათა წარმატებით გაართვას თავი უფლება-მოვალეობებს. 

 

საბოლოო მიზანი
საპარლამენტო ღიაობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში.


კონკრეტული მიზნები
1.    ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა.
2. საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2015-2016" ვალდებულებების განხორციელებაში.

 

მოსალოდნელი შედეგები
1. მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ეფექტიანობა.
2. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის აღნიშნული 5 ვალდებულების კონცეფციის შექმნა და საბჭოს მიერ დამტკიცება. 

 

 

 

იხილეთ პროექტის საბოლოო ანგარიში სრულად:

 

 

 

/public/upload/Meri/Supporting the Parliament of Georgia Final Report (GEO).pdf 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024