ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 მარტი 2013

 

პროექტის სახელწოდება:„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“

პროექტის დაფინანსება: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

პროექტის ბიუჯეტი:$38 574,24

პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის მარტი-დეკემბერი

 

პროექტის აღწერა:

 

საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებებით (ITU) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისია განსაზღვრული. აღნიშნული ვალდებულება საქართველომ 2006 წელს აიღო, თუმცა რიგი მიზეზების გამო, თუ არ ჩავთვლით ბოლო ერთ წელს, არანაირი ქმედითი აქტივობა განხორციელებულია არ ყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მაქსიმალურად ფორსირებულად არ მოახდენს ციფრულ მაუწყებლობაზე სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას, და ზოგადად ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის დანერგვისათვის სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მათ რეალიზაციას, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, 2015 წლის ივნისის შემდეგ არსებული ანალოგური ტელევიზიის სადგურები აღარ იქნება სამართლებრივად დაცული მეზობელი ქვეყნების სადგურების ხელშეშლიდან. აღნიშნული წარმოქმნის დიდ პრობლემებს ბოლო მომხმარებლისათვის და ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო და მედია სექტორში მომუშავე კომპანიებისათვის.

 

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს წარმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც სათანადო ყურადღებას არ ამახვილებს იმ საკითხებზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაციფრულების წარმატებით განსახორციელებლად. პრობლემური მიმართულებებია ბოლო მომხმარებლების ინფორმირება და სუბსიდირება, ქვეყნის მედიის პლურალიზმისათვის უმნიშვნელოვანესი მცირე, რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების პრობლემების გათვალისწინება, პლატფორმათაშორისი და პლატფორმის შიდა კონკურენციის რეგულირება, ინვესტირების ხელშეწყობის წინაპირობების დადგენა და გათვალისწინება  და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ხელშეწყობის პროექტის მთავარი მიზანია, რომ  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიამ სრულად და ყოველმხრივ მოიცვას ყველა ის პრობლემები, რომლებიც არსებული რეკომენდაციებით და სხვა ქვეყნების გამოცდილებით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პირდაპირ უკავშირდება გაციფრულების პროცესს. პოლიტიკის დოკუმენტმა და განსახორციელებელმა ცვლილებებმა უნდა შექმნას პირობები და შესაძლებლობები  სამაუწყებლო მიწისზედა ტელევიზიის პროგრამები და სატელევიზიო კონტენტის გამრავალფეროვნებისათვის. აღნიშნულის ხელშესაწყობად უნდა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს მომსახურების მიმღები მომხმარებლის მხარეს, რადგან სათანადო და ყოვლისმომცველი საინფორმაციო უზრუნველყოფის და რეგულირების გარეშე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ანუ ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის შემდგომ, შესაძლოა მოსახლეობა უფასო საეთერო საზოგადოებრივი და კომერციული კონტენტის გარეშე, ანუ ტელევიზიის გარეშე დარჩეს.

 

პროექტის მიზანია უნივერსალური და საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის  მისაღები  სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელებმაც, სხვა საკითხების გარდა უნდა მოიცვას შემდეგი მიმართულებებს:

 

  • პირობების შექმნა და უზრუნველყოფა უფასო, უნივერსალური და  საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამების, ისევე როგორც ეროვნული, რეგიონული ან ლოკალური დონის კომერციული მაუწყებლების მომსახურების გავრცელება და ხელმისაწვდომობა;
  • დამოუკიდებელი კონტენტ პროვაიდერებისათვის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელთან დაშვების კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა, ასევე სამაუწყებლო ბაზრის ღიაობის და სატელევიზიო კონტენტის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.

 

2013 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, ჩართული  მხარეების განსახორციელებელი  სამუშაოების გათვალისწინებთ.

 

ჩვენი ორგანიზაცია ამ პროექტის ფარგლებში, პროცესში ჩართული იქნება ხუთი მთავარი მიმართულებით:

  • აქტიური მონაწილეობის მიღება საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის  ჩამოყალიბებაში;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება;
  • სახელმწიფოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის შეფასება არსებულ გამოწვევებთან თანხვედრის მიმართებით, ასევე  2013 წელს განსახორციელებელი აქტივობების მჭიდრო მონიტორინგი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისსტრატეგიის პოლიტიკის და გეგმის ნაკლოვანებების გამოსავლენად,
  • მოსახლეობის საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობა;
  • გაციფრულების პოლიტიკის დოკუმენტში, ასევე სამოქმედო გეგმაში, არსებული  ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი და  რეკომენდაციების წარდგენა.

 

ორგანიზაციის აქტივობები განხორციელდება 2013 წლის მარტიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით.

 

პროექტის განხორციელების სტრატეგია:

 

  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრობლემური მიმართულებების ჩამოყალიბება;
  • ორგანიზაციის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის დოკუმენტის გამოქვეყნება;
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხების განხილვა;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმის მიმდინარეობის მონიტორინგი და პროცესის მიმდინარეობის შესახებ შუალედური ანგარიშების წარდგენა ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზე;
  • სტრატეგიის პრობლემური მიმართულებების ხელშემწყობი ღონისძიებების მომზადება, ბოლო მომხმარებლების და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა:

 

 

  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი სმომზადება და წარმოდგენა;
  • ეკონომიკურად და არაეკონომიკურად მოწყვლადი კატეგორიების კვლევა;
  • პლატფორმის შიდა კონკურენციის კვლევა და რეკომენდაციები მის უზრუნველსაყოფად;
  • ციფრულ  მაუწყებლობაზე  გადასვლისსამუშაო გეგმის კვლევა და შეფასება გამოწვევებთან მიმართებაში;
  • სტატიების გამოქვეყნება;
  • სახელმწიფო დახმარების სტრატეგიის პრეზენტაცია;
  • ბოლო მოხმარებების საინფორმაციო უზრუნველმყოფი კლიპის მომზადება და წარმოდგენა;
  • ბოლო მომხმარებლების საინფორმაციო კამპანიის გეგმის შეფასება;
  • ციფრული რისივერების კონცენტრაციის კვლევა მოსახლეობაში და საცალო ბაზარზე;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამართლებრივი საფუძვლების (ცვლილებების) კვლევა-წარმოდგენა;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შეფასება  რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინების კუთხით;
  • სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ციფრულ მაუწყებლობაზეგადასვლისბიზნეს მოდელის შეფასება;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში განხორციელება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024