"სამეურვეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრებისა და დებატების ტრანსლირება"

სიახლეები | განცხადებები 26 დეკემბერი 2016

,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის’’ ყურადღებით ადევნებს თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსს. მნიშვნელოვანია კონკურსი წარიმართოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რომ არ დარჩეს კითხვები შერჩევის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, უკვე აქვს მსგავსი კონკურსების გამჭვირვალედ წარმართვის დადებითი გამოცდილება, როცა დაინტერესებულ საზოგადოებას ეძლეოდა საშუალება რეალურ დროში ედევნებინა თვალი სამეთვალყურეო საბჭოსა და კანდიდატებს შორის გასაუბრების პროცესისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეპტუალური მსჯელობებისთვის. კანდიდატებს შორის ტელედებატების, გასაუბრებების ღია ინტერნეტ-სტრიმების საშაულებით, ასვეე საკონკურსო დოკუმენტაციის საჯაროობით, საზოგადოებას შეეძლო ენახა და შეედარებინა კანდიდატთა მონაცემები. საყურადღებოა შერჩევის კრიტერიუმების ღიაობის, შეფასების მეთოდოლოგიის გამჭვირვალობაც, რაც ამ ეტაპზე ნაკლებადაა უზრუნველყოფილი.

 

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სამეურევეო საბჭოსგან ველით შესაბამის ქმედებებს და კონკურსის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვას.

 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

 

1. მედიაკლუბი

2. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

4. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“

5. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)

6. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

7. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“

8. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი

9. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

11. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია

12. მედიის მხარდაჭერის ფონდი

13. სატელევიზიო ქსელი

 
 
 
 
 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024