სუნიტა კაიმალი საქართველოს OGP-ის წარმატებულ მაგალითს უწოდებს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 ნოემბერი 2015

28 - 29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015".


სამიტის გახსნის ცერემონიაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის თანა-თავმჯდომარეს - სუნიტა კაიმალის ეკუთვნის. მან საზოგადოებაში არსებული სიტუაციის გამოსწორების პროცესში OGP-ის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ მთავრობისთვის შეუძლებელია ეფექტური შედეგების მიღწევა სამოქალაქო საზოგადოების მოსმენის გარეშე. სუნეტამ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა და ღიაობა ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ღია მაშინ არის რეალურად მმართველობა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. სუნიტა, ხაზი გაუსვა ასევე იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში ღია მმართველობა პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების რაოდენობა იზრდება, მაგრამ საეჭვოა ხარისხის ამაღლება, რამდენადაც წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა ვერ ქმნიან ეფექტურ სამოქმედო გეგმებს და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის რელევანტური.

 

ამ თვალსაზრისით სუნიტა კაიმალიმ OGP-ის წარმატებულ მაგალითად საქართველო მოიყვანა და დასძინა, რომ „საქართველო ყველა ხერხს იყენებს ღია მმართველობის პარტნიორობის წარმატებულად დანერგვისთვის, რასაც OGP-ის მიზნებისა და საზოგადოების მოთხოვნის ერთმანეთთან თანხვედრის საშუალებით ახერხებს. საქართველო ცდილობს ხელისუფლება მეტად ეფექტიანი გახადოს, აღმოფხვრას კორუფცია და გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზანი ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა იყო. მეორე სამოქმედო გეგმა კი, მთელ რიგ ახალ და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, დაწყებული საჯარო მოხელეების დასაქმებიდან დამთავრებული თვითმმართველობის დონეზე ჩართულობით. საქართველოს მთავრობამ OGP-ის დანერგვის პროცესში სხვადასხვა სამინისტროების ჩართულობა უზრუნველყო და შექმნა ღია მმართველობის პარტნიორების ეროვნული ფორუმი, რომელიც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიურ კომუნიკაციას უწყობს ხელს."

 

სუნიტა კაიმალიმ საქართველოს მაგალითით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ღია მმართველობის პარტნიორობს სიძლიერე პრობლემებთან კოლექტიურად ბრძოლაშია და იმედი გამოთქვა, რომ დადგება დღე, როდესაც OGP ფაქტობრივად აღარ იქნება საჭირო, რამდენადაც ღია მმართველობა ყოველი ხელისუფლების მმართველობის დღის წესრიგის ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს.


ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. სამიტში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოდან, მათ შორის იყვნენ IDFI-ის დელეგატები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი, თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე. საქართველოს წარმოადგედნენ ასევე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები - ქეთევან ცანავა და ზურაბ სანიკიძე, და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - გიორგი ონიანი.

 

IDFI-მ, დონორი ორგანიზაციების: UNDP-სა და EU-ს მხარდაჭერით უზრუნველყო პარლამენტარი თამარ კორძაიასა და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის ნინო ბერაძის მექსიკაში გამართულ სამიტზე დასწრება.


ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მრავალმხრივ ინიციატივას წარმოადგენს; პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით.

საქართველო OGP-ის წევრი 2011 წელს გახდა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების გამო ღია მმართველობის კუთხით, 2014 წლის დეკემბერში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს ორი წლით.

2014 წლიდან კი, IDFI ახორციელებს პროექტს ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერას," რომელიც დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024