პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზაფხულო სკოლა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 10 აგვისტო 2021

2021 წლის 2-7 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლა გაიმართა.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, ასევე მაგისტრანტები. კონკურსში მონაწილეობდა 188 კანდიდატი, რომელთაგან IDFI-იმ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე 20 სტუდენტი შეარჩიეს.

 

სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით შემდეგ აქტუალურ საკითხებს:

 

 

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენცია და უფლებამოსილება, ტერმინთა განმარტება და პრაქტიკული მაგალითები - სალომე ქურასბედიანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი.

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები - სალომე ქურასბედიანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი.

  • მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა დამუშავების დავალების წესები - სალომე ქურასბედიანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი.

  • კიბერ უსაფრთხოება, კიბერ ჰიგიენა - ლუკა ხალაძე, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი“.

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების ურთიერთქმედება სხვა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებთან - ქეთევან კუკავა, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი.

  • მონაცემთა სუბიექტის უფლებები, აღნიშნული უფლებების შეზღუდვის წინაპირობები, მონაცემთა დამუშავება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში - ლილი ტანიაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი.

  • პირდაპირი მარკეტინგი, ვიდეოთვალთვალი, პანდემია და პერსონალური მონაცემები - ლილი ტანიაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი.

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმისწარმოების სპეციფიკა, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტით გათვალისწინებული საკითხები - ლილი ტანიაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი.

  • პერსონალური მონაცემები vs. საჯარო ინფორმაცია, კონფლიქტის გადაჭრაში საჯარო დაწესებულების დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები - პაატა ტურავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

დღის წესრიგით განსაზღვრულ აქტივობებში დაბალანსებული იყო თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები.

 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებმა გამოავლინეს ორი საუკეთესო სტუდენტი: მაკა პაპაშვილი და კალენიკე ურიდია, ხოლო ტრენერებმა გამორჩეულ სტუდენტებად დაასახელეს მარიამ ჭიკაძე, მარიამ ნუცუბიძე და მარიამ კახიძე.

 

IDFI მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობას მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების გზით.

 

საზაფხულო სკოლა ჩატარდა პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

საზაფხულო სკოლის ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024