პროექტ საქართველო 2020-ის მონაწილის, მანონ ბოკუჩავას აქტივობების შეჯამება

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 4 თებერვალი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)". პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში. პროექტის ერთერთი კომპონენტია სოც. მედიის აქტიურ მომხმარებელთა ჩართულობა.

 

მანონ ბოკუჩავა პროექტის ერთ-ერთი სტიპენდიანტი იყო.

 

პროექტის ფარგლებში - მანონმა მომზადდა სიღმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები. მათ შორის პირველი მასალა ქვეყნის მთავარ გამოწვევას - უმუშევარობას ეხებოდა. მასალაში მსხვილი სამრეწველო ობიექტების და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმ სირთულეებზე, რასაც მუშაობაში აწყდებიან და შესაბამისად, არსებულზე მეტი ადამიანის დასაქმებაში უშლით ხელს.

 

გამოიკვეთა, რომ მაშინ როდესაც მთავრობამ შექმნა სტრატეგია ,, საქართველო 2020“ იმისთვის, რომ დაეხმაროს მოსახლეობას და მათ შორის ბიზნესის მკეთებელ საზოგადოებას - შ.პ.ს.ების და ინდ.მეწარმეების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მთავრობას არ ენდობიან. მათთვის ხელისუფლება, ჯერ კიდევ არ არის სანდო პარტნიორი, რომელსაც ეტყვიან თუ რა უშლით ხელს და თან ზუსტად ეცოდინებათ, რომ კრიტიკისთვის მათ წინააღმდეგ - საგადასახადო ბერკეტს ბოროტად არ გამოიყენებენ.

 

როგორც ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ მიმართულებაზე, პროექტის ფარგლებში მომზადდა მასალა, სატრანსპორტო დერეფნებზე და მთავრობის 2020-ით დეკლარირებულ პოლიტიკაზე მათ მიმართ. 

 

თუ ბიზნესის შემთხვევაში რთული იყო აწმყოში დამაიმედებელი ფაქტების აღმოჩენა - ამ შემთხვევაში, სახეზეა სფეროში მიმდინარე სასიკეთო სიახლეები. კონკრეტულად საუბარია ახალი სახმელეთო დერეფნის შექმნაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობით და ახალი საზღვაო დერეფნის შექმნა, ანაკლიის პორტის სახით, რომლის დამაპროექტებელი კომპანიის შერჩევა დაწყებულია. და რაც მთავარია ადამიანები და მათი კვალიფიკაცია.

 

ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს მამოძრავებელი ძალის გამოწვევებზე მანონმა მოამზადა მასალა, პროფესიული განათლების კუთხით.

 

ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ერთადერთი პროფესიული სასწავლებლის მაგალითზე - მოვისმეთ განსხვავებული მოსაზრებები, როგორ ვითარდება ქვეყანაში პროფესიული განათლება, რა ხედვები აქვს სახელმწიფოს 2020-ის სტრატეგიის თანახმად და რა სირთულეები არსებობს.


მასალაში გამოიკვეთა სფეროს განვითარების, რამდენიმე ხელისშემშლელ ფაქტორი. ერთ-ერთ ფაქტორად დასახელდა - თემის მიმართ საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება და საზოგადოებაში დღემდე არსებული სტერეოტიპები - პროფესიული განათლების მიმართ.
ეს და ყველა სხვა მასალა, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა მიზნად ისახავდა, როგორც ,,სტრატეგია 2020“-ის მკითხველისთვის გაცნობას - ასევე იმის ჩვენებას, თუ რა გამოწვევები არსებობს იმ სფეროებში, სადაც 2020 ცვლილებებს გეგმავს.
ამ მიდგომით გაშუქდა სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებული მდგომარეობა და ქვეყნის პოლიტიკა.


სფეროს მიმართ განსაკუთრენული ინტერესის გამო, რაც ბუნებრივია რადგან დასაქმებულთა 50% - სოფლის მეურნეობაშია, მომზადდა ორი მასალა: ,,საქართველო 2020“ და სოფლის მეურნეობის მომავალი  და ,,საქართველო 2020“ - ის პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართულებით

გამოიკვეთა სოფლის კოოპერატივების წინაშე არსებული პრობლემები და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლების მოუმზადებლობა - აგრონაწარმის ექსპორტის კუთხით. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დადებითად შეფასდა 2020-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიბები. ერთ-ერთი ასეთი, აგროდაზღვევის სუბსიდირება იყო.

იმ გარემოების გამო, რომ ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ყველა ეკონომიკურ სიკეთეზე მნიშვნელოვანი - ადამიანის უფლებების მიმართ სწორი პოლიტიკის არსებობაა, მომზადდა მასალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, იმ არაჯეროვან ყურადღებაზე, რასაც ისინი ხელისუფლებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან იღებენ. მათთვის მტკივნეული სტერეოტიპები, ადამიანური ისტორიები, სფეროს ექსპერტები და 2020-ის დამოკიდებულება მათ მიმართ.

პროექტის ფაგლებში მომზადებული მასალა სოფლის მეურნეობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა რეგიონალურ მედია ,,თრიალეთის ექსპრესში“. ასევე სტრატეგია 2020-ის ხედვებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ ენოვან გამოცემა ,,რეგიონ პრესში." აღნიშნული გაზეთი ვრცელდა ქვემო ქართლის რეგიონში. წარმოადგენს დღეისთვის რეგიონში ერთადერთ აზერბაიჯანულ ენოვან ბეჭდურ გამოცემას, რომელიც აშუქებს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს.


მასალა შშმ პირებთან დაკავშირებით კი გამოქვეყნდა ქართულად და ინგლისურად ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის ფარგლებშო მომზადებული ყველა მასალა ასევე, გამოქვეყნდა ბლოგზე ,,გარდაბნის მაცნე.“

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024