,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)". პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში. პროექტის ერთერთი კომპონენტია სოც. მედიის აქტიურ მომხმარებელთა ჩართულობა.
საქართველო 2020-ის პროექტში მონაწილეების შერჩევისთანავე აქტიურად ჩაერთო ქეთევან კრიალაშვილი.
ქეთიმ სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შექმნა ახალი ბლოგი, რომელსაც 3100 ვიზიტორი ჰყავდა. მისი პირველი აქტივობა იყო პრეზენტაცია საქართველო 2020-ის შესახებ. შემდეგ, მან თავის დტუდენტებთან გააკეთა საქართველო 2020-ის განხილვა და სთხოვა მათ წერილობით შეეფასებინათ და გამოეხატათ თავიანთ აზრი დოკუმენტთან დაკავშირებით, მსჯელობა სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა.
ქეთი საკუთარ ბლოგზე წერდა საქართველო 2020-თან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების ანალიზს და ჩართული იყო სხვადახვვა აქტივობებში:
"რეალური მიზეზები, რომლებიც ახდენენ ლარის კურსის ცვლილებეზე ზემოქმედებას, ზემოთ განხილული ფაქტორებიდან არ დასტურდება, შესაბამისაც დღემდე უცნობია, ვის ან რა მიზეზით მოხდა დოლარის დეფიციტის შექმნა ადგილორივ ბაზარზე, მოხდა თუ არა კაპიტალის დიდი ოდენობით გადინება და იყო თუ არა აღნიშნული მოვლენა გაურკვეველი სპეკულაციის მიზეზი. რამდენად შესაბამისობაშია სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ აქცენტს აკეთებს თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობაზე და მეორეს მხრივ იქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია რეალური კურსის გამყარების დაბალი ტემპის შენარჩუნება, რომელიც დღემდე არა ეკონომიკური ფაქტორების, არამედ მცირედად ეროვნული ბანკის ჩარევით ნარჩუნდება."
ამავე თემაზე ჟურნალ "გზა"-ში გამოქვეყნდა ქეთის კომენტარი.
2. ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს ექსპორტი
"ქართული ბიზნესის საერთაშორისო ბაზრების კონკურენტულ გარემოში ინტეგრაცია გააჩენს მწარმოებლურობის უფრო მეტად ზრდის სტიმულს და შესაბამისად, გამოიწვევს უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტების ექსპორტზე გადასვლას."
3. ექსპორტის განვითარება და ბაზრების დივერსიფიცირება-რუსეთი, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი
"როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც ახლადგახსნილი რუსული ბაზრები ასევე საქართველოს პრეფერენციული შეღავათები, ასოცირების პირობებში მათ დიდი როლი აკისრიათ შემდგომი ბაზრების დივერსიფიოცირების თვალსაზრისით. "
4. პრემიერ-მინისტრი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა
"რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონრებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს. "
5. საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგია გადასახედია
"2015 წლის 19 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრამ გააკეთა განცხადება, რომ მეთოდოლოგია, რომელიც იკვლევს საარსებო მინიმუმს გადასახედია და შესაბამისად სამინისტრო ამ საკითხზე იწყებს აქტიურ მუშაობას."
"მოსახლეობის შემოსავლების რაოდენობრივი თვალსაზრისით უთანაბრობა ყველა ქვეყნის საზოგადოების ფენას ეხება, ყველაზე მეტად კი დამახასიათებელია დაბალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. შემოსავლების უთანაბრობის მაჩვენებლის ჯინის კოეფიციენტის მაღალი დონე ძირითადად დაბალგანვითარებულ ქვეყნებში არსებობს."
8. მთავრობა ექსპორტის წახალისების პროგრამაზე მუშაობს:
"ექსპორტის შემცირება, იმპორტის ზრდა და ამის შედეგად გაუარესებული სავაჭრო ბალანსი მიუთითებს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლა შემცირდა, ხოლო მისი გადინება- გაიზარდა"
9.ახალგაზრდული სტრატეგია-საქართველო 2020-ის ფარგლებში
"საქართველო 2020, ყველა ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელებას გულისხმობს, თუმცა ახალგაზრდული პროგრამების ცალსახად გაწერა, სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია, მათი მომავალი დასაქამების, თვითრეალიზაციის და წარმატების უზრუნველსაყოფად. "
10. რისთვის არის საჭირო და რა სჭირდება საპენსიო სისტემის შექმნას?
რადიო თავისუფლება:
საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი გრძელვადიანი რეფორმა, რომელიც დღემდე ვერ განხორციელდა საქართველოში. გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, იმსჯელეს მოდელზე, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, „კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში,
მომავალი თაობის პენსიონერებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს“
11. განათლების სექტორში ყველაზე დაბალი ხელფასებია რადიო კომერსანტი
12. საქართველოს ექსპორტის სტიმულირება "ყოვლისმომცველი" ვაჭრობის პირობებში
"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, მოახდინოს წარმოებისა და მომსახურების განვითარება და შესაბამისი სტანდარტებითა თუ ნორმებით, საკანონმდებლო ცვილებებითა და სწორი რეგულაციებით, ეტაპობრივად მოახდინოს განვითარებული, 500 მილიონიანი ბაზარზე შეღწევა, მისი სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით. "