კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა

კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 11 მარტი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საჯარო სამსახურში ქალებისა და კაცების მიერ განვლილი განსხვავებული კარიერული გზებისა და კარიერული წარმატებისადმი სუბიექტური აღქმები.

 

კვლევის დროს გამოყენებულ იქნა სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდოლოგია. რაოდენობრივ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1010-მა საჯარო მოხელემ (676 ქალი და 334 კაცი). სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა 26 პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელესთან (15 ქალი და 11 კაცი). ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საჯარო მოხელემ (7 ქალი და 6 კაცი).

 

რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურში ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზა განსხვავებულია და ეს განსხვავებები გამოხატულია სხვადასხვა კულტურული პრაქტიკით, რომელთა მიხედვით, საჯარო სამსახურში ვლინდება გენდერული უთანასწორობა.

 

კვლევის ძირითადი მიგნებები:

 

- 86% - მიიჩნევს რომ კაცებს უფრო მეტი გავლენა და ძალაუფლება აქვთ;

 

- 69% - ფიქრობს, რომ სამსახურებრივი საქმიანობის დროს კაცები უფრო დაფასებულები არიან;

  

- კაცების 85% მიიჩნევს, რომ თანაბარი უნარების მქონე ქალები და კაცები სჯარო სამსახურში თანაბრად ხილვადები არიან, მაშინ, როდესაც მსგავს მოსაზრებას ეთანხმება ქალების მხოლოდ 58%. 

 

- როგორც ქალი, ასევე კაცი საჯარო მოხელეების თანაბარი პროცენტი (79%) აღნიშნავს, რომ ქართული საჯარო სივრცე უფრო კაცურია ვიდრე ქალური.

 

- 71% - მიიჩნევს, რომ კარიერულ გზაზე კაცები უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას;

 

- განათლების სხვადასხვა საფეხურზე ქალები უკეთეს აკადემიურ მიღწევებს აჩვენებენ, მაგრამ როგორც კი ხვდებიან საჯარო სამსახურში, ხდება მათი „შეჩერება“. 

 

- ქალების წარმატებისკენ სვლა მათი აკადემიური მაჩვენებლების პირდაპირპროპორციული არ არის.

 

კვლევა ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. ანგარიშის წარდგენა მიმდინარე გენდერული თანასწორობის კვირეულს ეხმიანება. 

 

 

 

დანართი1 - ფოკუს ჯგუფის სადისკუსიო გეგმა

დანართი2 - რაოდენობრივი კითთვარის ანკეტა

დანართი3 - სიღრმისეული ინტერვიუს ინსტრუმენტი

დანართი4 - მომხმარებლის რუკა

დანართი5 - ისტორიები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
განცხადებები

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024