საზოგადოების როლის გაძლიერება ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 ივნისი 2015

12 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა საპარლამენტო ინტერ-ფრაქციული ჯგუფი საქართველოს „ღია პარლამენტი“-ს სამოქმედო გეგმაზე სამუშაოდ. პარალელურად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. სამუშაო ჯგუფი კონსულტაციას უწევს ინტერფრაქციულ ჯგუფს „ღია პარლამენტი“-ს სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ მიზნით უკვე ჩატარდა სამი შეხვედრა პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.


საპარლამენტო ღიაობის მისაღწევად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიჩნეულია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ელემენტი. სწორედ საზოგადოების ჩართულობაა განსაზღვრული საპარლამენტო ღიაობის ხუთი ძირითადიდან ერთ-ერთ მიმართულებად. „ღია პარლამენტი“-ს სამოქმედო გეგმაში გასათვალიწინებელი ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა პოზიციის დასაფიქსირებლად IDFI-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც მიმდინარეობდა 29 აპრილიდან 19 მაისის დროის შუალედში.

 

საპარლამენტო ღიაობის თემაზე მომზადებული კვლევის შედეგად გამოკვეთილი შვიდი საკითხიდან, რომელიც გამოკითხვაში იყო მითითებული, მომხმარებლებს უნდა აერჩიათ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი. მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა შემდეგი მოსაზრებები: გამოკითხულთა 61.3 %-ს აქტუალურად მიაჩნია, პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით კანონპროექტებზე კომენტარის დატოვების შესაძლებლობა; გამოკითხულებს არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საქართველოს ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობა (58,4%) და პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით ელექტრონული პეტიციების წარდგენის მექანიზმის დანერგვა (57,3%). უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვას სულ 1280 ადამიანი გაეცნო, ხოლო მათმა 25%-მა - 320 მომხმარებელმა - საკუთარი აზრი დააფიქსირა.

 

 

მონაწილეთა 62% იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, 38% - მამრობითი. გარდა შემოთავაზებული ვარიანტებისა, რესპოდენტების მხრიდან დაფიქსირდა შემდეგი მოსაზრებები „კანონპროექტების ელექტრონული წარმოების დანერგვა, რომელიც იმავდროულად უზრუნველყოფს ნებისმიერ ეტაპზე კანონპროექტის აქტუალური ვერსიის ავტომატურ ხელმისაწვდომობას“, „კომიტეტების დღისწესრიგების და განსახილველი პროექტების დროულად ხელმისაწვდომობა ვებ-გვერდზე და გამოწერით”, „ნორმატიული აქტების განთავსება ინლისურ ენაზე“ და სხვ.


IDFI, როგორც საპარლამენტო ღიაობის საქართველოს სამოქმედო გეგმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თავის მხრივ ყველანაირად ეცდება მოსახლეობის სათქმელი მიიტანოს ინტერ-ფრაქციული ჯგუფის წევრებამდე, რომლებმაც საბოლოო ჯამში უნდა მიიღონ „ღია პარლამენტი“-ს სამოქმედო გეგმა. IDFI სამუშაო პროცესში მხარს დაუჭერს იმ რეკომენდაციებს, რომლებმაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა გამოკითხვის პროცესში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024