ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: 2019-2020

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 27 მაისი 2019

IDFI-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი წარმოადგენს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სტრატეგიულ გეგმას და მოიცავს ორწლიან პერიოდს [2019-2020 წლები]. სტრატეგიის დოკუმენტი და მისი სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია საბჭოს მიერ.


დოკუმენტების შექმნა ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელმაც უნდა განსაზღვროს საბჭოს და პარლამენტის სხვა წევრების საზოგადოებასთან კომუნიკაცია 2019-2020 წლებში. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საბჭო, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის აქტიური თანამონაწილეობით.


კომუნიკაციის სტრატეგია საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის ინსტიტუციონალიზაციისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი მექანიზმია. აქედან გამომდინარე, დოკუმენტი განსაზღვრავს საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის მისიას, ხედვასა და მთავარ პრინციპებს. დოკუმენტის მომზადებისას გაანალიზდა არსებული მდგომარეობა, ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საბჭო საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით და, შესაბამისად, მომზადდა რეკომენდაციები მათი გადაჭრის მიზნით.


სტრატეგია მოიცავს ამოცანებს, რომელთა საფუძველზეც საბჭო დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებებს.


დოკუმენტში ასევე საუბარია საბჭოს ძირითად გზავნილებზე, რომლებიც ეყრდნობა მის ხედვას. სტრატეგიაში მოცემულია ის კომუნიკაციის საშუალებები, რომელთა გამოყენებაც საშუალებას მისცემს საბჭოს დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია სამიზნე შიდა და გარე აუდიტორიასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.


სტრატეგიას დანართის სახით ერთვის ორწლიანი სამოქმედო გეგმა [2019-2020 წლები], რომელშიც შესაბამისი ამოცანების მიხედვით დეტალურად არის გაწერილი საბჭოს მიერ ორი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები.


გეგმაში მოცემული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს:

 

1) OGP-ის, საბჭოს მისიის, საქმიანობის და შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;

 

2) პარლამენტის და პარლამენტარიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა;

 

3) საპარლამენტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის და ჩართულობის ხელშეწყობას;

 

4) სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების, ასევე მათი გამოყენების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რათა გაიზარდოს პარლამენტის და საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაცია;

 

5) OGP-ის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ღიაობის კუთხით მიმდინარე საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას.

 

 

გაეცანით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სამოქმედო გეგმას აქ

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024