პროექტის მედია გაშუქება - სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2015-2016)

IDFI მედიაში 15 ოქტომბერი 2015

პროექტის "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2015-2016)" მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესება და მათი ცოდნის გაღრმავება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში კრიტიკულად იქნება შეფასებული სტრატეგიის არსებული გამოწვევები და განხორციელების პროცესი, იმისათვის, რომ მოხდეს ამ ეტაპზე არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შემუშავდეს საჭირო რეკომენდაციები.

 

9 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „საქართველოს ინტერნეტიზაცია და ფართოზოლოვანი განვითარება“. დისკუსია ჩატარდა პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“-ს ფარგლებში.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17 სექტემბერს, IDFI-ს ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ეროვნული ვალუტის გაუფასურების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

გამართული დისკუსია აქტიურად გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალების მიერ: საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, რუსთავი 2. 

 

რუსთავი 2: IDFI-ს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს ლარის გაუფასურების მიზეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე.
ლარის გაუფასურებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა ქვეყანაში არსებული ნეგატიური მოლოდინი და შექმნილი პანიკა დაასახელა.

 

იმედი: ეკონომიკის სფეროს ექსპერტების, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანის წარმომადგენლების მონაწილეობით ლარის კურსის დევალვაციასთან დაკავშირებით დისკუსია IDFI-მ პროექტ "საქართველო 2020"_ის ფარგლებში გუშინ გამართა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი: ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2 ლარი და 44 თეთრი გახდა. სწორედ ლარის გაუფასურების მიზეზები იყო IDFI-ს მიერ ორგანიზებული დისკუსიის მთავარი თემა, რომელშიც ექსპერტებთან და ეკონომისტებთან ერთად, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024