ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

განცხადებები 13 ივნისი 2024

 

უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება ხელისუფლების ოპონენტებზე და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც “ქართული ოცნების” მიერ არის მართული. ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და, ხალხზე გაბრაზებული, მათ ფიზიკურად უსწორდება.

 

უკვე მეორე თვეა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო განცხადებებით, მათზე დაქვემდებარებული არაფორმალური ჯგუფები კი ურეკავენ, აგინებენ, ემუქრებიან, ოფისებს და საცხოვრისებს ამახინჯებენ და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობენ. ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს; სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკარგეს მათი კონსტიტუციური ფუნქცია და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცნენ.

 

ახლახანს კიდევ ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდით: პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელობითად მოიხსენია ზუკა ბერძენიშვილი თავის განცხადებაში და ერთ საათში აქტივისტს ფიზიკურად თავს დაესხნენ.

 

ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, რომელსაც ხელისუფლება ჩადის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვახდენთ მათ დოკუმენტირებას და გვწამს, რომ არც თუ შორია დრო, როდესაც ამ ფაქტებზე სამართლიანი გამოძიება ჩატარდება და ძალადობის დამკვეთები და შემსრულებლები დაისჯებიან.

 

ხელისუფლებას თავად არის ამ ძალადობის დამკვეთი. ოლიგარქის რეჟიმი საერთო ენას ვეღარ პოულობს მოქალაქეებთან და ძალადობით ცდილობს საკუთარი სისუსტის გადაფარვას.

 

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ხელისუფლება თავს ესხმის და მადლობას ვუხდით მათ ღირსეული სამოქალაქო პოზიციისთვის.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024