სოციალურად დაუცველთა სტატისტიკა და არჩევნები 2019-2021

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 12 ოქტომბერი 2021

კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა საყურადღებო ტენდენციებია, რომლებიც შემდგომ აისახება საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებზე[1]. მსოფლიო ბანკის სიღარიბის უახლესი პროგნოზის თანახმად, პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა შოკმა საქართველოში გააღარიბა 350,000 და აიძულა 800,000-ზე მეტი ადამიანი განიცადოს დაღმავალი მობილობა და შესაბამისადგადაინაცვლოს უფრო დაბალშემოსავლიან ჯგუფში[2].

 

სიღარიბესთან საბრძოლველად საქართველოში გაიცემა მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, რომელიც არის ფულადი სახის გასაცემელი, მისი მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ საარჩევნო პერიოდში სოციალური პროგრამების აქტიური ადვოკატირება და შესაბამისად სოციალურ დახმარებებზე გაზრდილი ხარჯები ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის  მნიშვნელოვან საშუალებად არის მიჩნეული.

 

გლობალური პანდემიის დროს, 2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამგვარ კრიზისულ ფონზე, პანდემიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და სოციალურად დაუცველი ფენების ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობები იზრდება. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეგავლენის სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს, ერთ-ერთი მათგანი მიზნობრივი სოციალური დახმარებაა.

 

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს თუ რა სახის შესაძლო  კავშირია წინასაარჩევნო პერიოდსა და სოციალური დახმარებების ზრდას შორის. კერძოდ, კვლევა ეყრდნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებს, რომელიც აერთიანებს 2019 წლიდან 2021 წლის აგვისტოს პერიოდის სტატისტიკას.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2019 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფომ სოციალურად დაუცველთა საარსებო შემწეობაზე  ჯამში  925.3 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც პანდემიის დროს გაიცა 605.7 მილიონი ლარი

 

- კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა და 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციართა რიცხვია 622,923 .

 

- კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად 59%-ით სოციალურად დაუცველთა რიცხვი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიზარდა და რეგიონის მოსახლეობის 20.3% შეადგინა.

 

- რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, მოსახლეობის 45%-ზე მეტი ცხოვრობს საარსებო შემწეობაზე, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.

 

- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდისთვის, პირველ ტურთან შედარებით მიზნობრივი სოციალური შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა რიცხვმა დაახლოებით 16,000 პირით მოიმატა.

 

- 2019 წლის შუალედური არჩევნების წინ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა, წლის დასაწყისთან შედარებით 25 ათასი ადამიანით გაიზარდა, ხოლო არჩევნების შემდეგ ბენეფიციართა რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო.

 

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, წინა წელთან შედარებით სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 100 ათასი  ადამიანით.

 

- 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მხოლოდ ივნისის თვეში, სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 70 ათასი პირით, ხოლო წინა არჩევნებთან შედარებით - 112 ათასი ადამიანით.

 

____

 

[1]ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის: https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf

 

[2] Poverty and Welfare Impacts of COVID-19 and Mitigation Policies in Georgia (English). Washington, D.C. : World Bank Group. http://documents.worldbank.org/curated/en/456501608095974011/Poverty-and-Welfare-Impacts-of-COVID-19-and-Mitigation-Policies-in-Georgia

 

/public/upload/Analysis/statistics_of_the_socially_vulnerable_population_and_elections_2019_2021.pdf

 

 

სტატია მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024