პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა

სიახლეები | ადვოკატირება | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი | სტატია 28 აპრილი 2020

2020 წლის 24 აპრილს, IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება“. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობები არ არის საკმარისი მინიმალური ყოველდღიური ფინანსური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, დახმარება არაპროპორციულია იმ ზიანთან შედარებით, რომელიც რეპრესირებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა განიცადეს. არსებულ ვითარებაში, IDFI-ის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენს რეპრესირებულ პირთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დახმარებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა, რეალური საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით.

 

მიმდინარე სტატიაში IDFI-ის მიერ გაანალიზებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ეხება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისათვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში სოციალურ დახმარებებზე (პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრეზე გაცემული ერთიანი ფულადი კომპენსაციების გარდა) სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს.  კერძოდ, სტატიაში მიმოხილულია ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ დაწესებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და სოციალური პაკეტების  ბენეფიციარების და მათზე გაწეული ხარჯების სტატისტიკური მონაცემები.  სტატიაში ასევე გაანალიზებულია, თუ რა ოდენობით საბიუჯეტო ხარჯთან იქნება დაკავშირებული რეპრესირებულთათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა და მისი გათანაბრება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებისთვის დადგენილ სუბსიდიასთან. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2010 წლის იანვრის მდგომარეობით, 7 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობდა 20,775 პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, რომელთა რაოდენობა 2020 წლის იანვრის მდგომარეობით განახევრდა - 10,396 პირი.

 

-  2012 წლის პირველი სექტემბრიდან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის ამოქმედებული სოციალური პაკეტით სარგებლობა ბენეფიციართა მინიმუმ 83%-მა ვერ შეძლო.

 

- 2012 წლის სექტემბერში უშუალოდ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტით დახმარება მიიღო მხოლოდ 1,642 პირმა. მათი რიცხვი, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით 92%-ით შემცირდა (138 პირი);

 

- პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა უმრავლესობის სოციალური პაკეტით სარგებლობის მიღმა დარჩენა განაპირობა დათქმამ, რომლის მიხედვით სახელმწიფო პენსიით და სოციალური პაკეტით ერთობლივი სარგებლობა დაუშვებელია.

 

- სოციალური პაკეტებით მოსარგებლეთა კლების მაღალი ტემპი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საწყის ეტაპზე სოციალური პაკეტით მოსარგებლეთა უმრავლესობა წარმოადგენდა საპენსიო ასაკს მიახლოებულ პირს, ხოლო მომდევნო წლებში, საპენსიო ასაკის მიღწევასთან ერთად, უარი თქვეს სოციალური პაკეტით სარგებლობაზე.

 

- 2010 წელს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიაზე სახელმწიფომ დახარჯა დაახლოებით 1,7 მილიონი ლარი, ხოლო 2019 წელს - 900 ათასი ლარი.

 

- 2013 წლის შემდეგ, მიუხედავად სოციალური პაკეტით მოსარგებლეთა მნიშვნელოვანი კლებისა,დახმარების ოდენობა აღარ შეცვლილა, შედეგად 2019 წელს მსგავსმა ხარჯებმა მხოლოდ 256 361 ლარი შეადგინა.



პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მსგავსი აღიარების მქონე პირების სათანადო დაფასებას. მათი ყოველწლიური ბუნებრივი კლების ფონზე, მრავალი წლის განმავლობაში საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით უცვლელად შემორჩენილი 7 ლარიანი დახმარება, შესაძლებელია მხოლოდ სიმბოლურ ხასიათის მატარებლად ჩაითვალოს, რაც ნაკლებად კავშირშია მათი მინიმალური ფინანსური საჭიროების დაკმაყოფილებასთან.

 

მოსარგებლეთა ბუნებრივი კლების ტემპის გათვალისწინებით, IDFI შეეცადა დაედგინა, თუ დაახლოებით რა ხარჯთან იქნება დაკავშირებული რეპრესირებულთათვის განკუთვნილი 7 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა  44 ლარამდე. დადგინდა, რომ 2020 წლის მაისის თვიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის  44 ლარამდე გათანაბრების შემთხვევაში (რითაც სარგებლობენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, 9 აპრილის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა) 2020 წლის მთლიანი ხარჯი განისაზღვრება დაახლოებით 3,8 მილიონი ლარით (ზრდა 2,95 მილიონი ლარი), ხოლო 2021 წლის ხარჯი - 5 მილიონი ლარით (ზრდა 4,2 მილიონი ლარი).

 

 

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პაკეტით გათვალისწინებული დახმარებების ოდენობის ზრდა და არსებულ მინიმალურ ფინანსურ საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული ინიციატივის სისრულეში მოყვანა, სრულიად რეალურია იმ ფონზე, როდესაც სოციალური პაკეტით მოსარგებლეთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და სუბსიდიის ზრდა სახელმწიფოსგან განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს.

 

/public/upload/Blogs/IDFI-Statistics_2020.pdf 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024