ხე-ტყის ჭრის, თევზჭერისა და ნადირობის უკანონო ფაქტების სტატისტიკა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 8 ივლისი 2015

2015 წლის 15 აპრილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ IDFI-ის მიაწოდა 2010-2015 წლებში ხე-ტყის ჭრის, თევზჭერისა და ნადირობის უკანონო ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა 2010 წლიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით სულ გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო ჭრის 15 132 შემთხვევა, საიდანაც 13 125 წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 2007 სისხლის სამართლის დანაშაულს. ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იმ შეთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს მნიშნელოვანი ზიანი. აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე.

2010-2014 წლებში ხე ტყის უკანონო ჭრის სისხლის სამართლის დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა (1304) 2014 წელს არის გამოვლენილი. აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ აღემატება წინა 4 წლის განმავლობაში ერთად გამოვლენილ ფაქტებს. 2015 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება ხე-ტყის უკანონო ჭრის 111 სისხლის სამართლის დანაშაული.

რაც შეეხება ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გახშირებულია აღნიშნული სახის დარღვევების გამოვლენის შემთხვევები. მაგალითად, 2012 წელს გამოვლენილია 3463 შემთხვევა, 2013 წელს - 3 400, 2014 წელს 3 302, მაშინ როდესაც 2010 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 946-ს, ხოლო 2011 წელს- 805 შემთხვევას. 2015 წლის პირველ კვარტალში უკვე ხე ტყის უკანონო ჭრის 1 209 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ფიქსირდება. 2010 წლიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ სულ დაკისრებულია 1 588 612 ლარის ოდენობის ჯარიმა, საიდანაც 744 200 ლარი მოდის 2014 წელზე.

2010 წლიდან 2015 წლის აპრილამდე ხე-ტყის უკანონო ჭრის ყველაზე მეტი - 4 691 შემთხვევა გამოვლენილია კახეთის რეგიონში. აღნიშნული მაჩვენებელი მთლიანი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებული შემთხვევების 31%-ს წარმოადგენს. კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება 2013 წელს - 1 170, საიდანაც 1143 არის ადმინისტრაციული, ხოლო 27 სისხლის სამართლის დანაშაული.

რეგიონების მიხედვით ხე ტყის უკანონო ჭრის სისხლის სამართლის დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2014 წელს მცხეთა მთიანეთის რეგიონში - 397 შემთხვევა. იმავე წელს იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა 271 შემთხვევა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წლიდან 2015 წლის აპრილამდე თბილისში სულ გამოვლენილია 18 ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი. აღნიშნული 18 შემთხვევა 2010 წელზე მოდის. 2011 წლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თბილისში ხე-ტყის უკანონო ჭრის არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის დანაშაული არ გამოუვლენია.

 

როგორც აღმოჩნდა, ხე-ტყის უკანონო ჭრის მსგავსად 2014 წელი გამორჩეულია აგრეთვე უკანონო თევზჭერის და ნადირობის ფაქტების გამოვლენის თვალსაზრისითაც. 2010 წლიდან 2015 წლის აპრილამდე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სულ გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 2 815 ფაქტი, საიდანაც 2014 წელს ფიქსირდება 1257 შემთხვევა. უკანონო ნადირობის შემთხვევაში ხსენებულ პერიოდში სულ გამოვლენილი 1 618 შემთხვევიდან 2014 წელს ფიქსირდება 789 ფაქტი.

2010 წლიდან 2015 წლის აპრილამდე გამოვლენილი უკანონო თევზჭერის 2 815 შემთხვევიდან 261 წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ხოლო 2 554 თევზჭერის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. უკანონო ნადირობის 1 618 შემთხვევიდან 29 წარმოადგენს სისხლის სამართლის, ხოლო 1 589 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

2010 წლიდან 2015 წლის აპრილამდე სამინისტროს მიერ უკანონო თევზჭერისათვის დაკისრებულ ჯარიმათა საერთო რაოდენობამ შეადგინა 501 780 ლარი, ხოლო უკანონო ნადირობისთვის - 164 980 ლარი. უკანონო თევზჭერისათვის ყველაზე დიდი თანხა ჯარიმის სახით დაკისრებულია 2010 წელს - 205 025 ლარი, ხოლო უკანონო ნადირობისათვის 2014 წელს - 71 450 ლარი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2010 წლიდან 2015 წლის აპრილამდე უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 723 შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, საიდანაც 47 წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. თბილისში უკანონო თევზჭერასთან დაკავშირებით კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრებულია 2013-2014 წლებში, როდესაც გამოვლენილია 628 შემთხვევა, მაშინ როდესაც მაგალითად 2012 წელს უკანონო თევზჭერის გამოვლენის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. უკანონო თევზჭერის გამოვლენის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან აგრეთვე ქვემო ქართლი - 655, კახეთი - 413 და იმერეთი - 310.

რაც შეეხება უკანონო ნადირობის გამოვლენილ შემთხვევებს, ამ მხრივ გამორჩეულია კახეთის რეგიონი. 2010 წლის 2015 წლის აპრილამდე კახეთში გამოვლენილია 389 შემთხვევა, საიდანაც 18 წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ყველაზე მეტი -212 შემთხვევა კახეთში გამოვლენილია 2014 წელს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოვლენილი უკანონო ნადირობის შემთხვევების თვალსაზრისით გამოირჩევიან აგრეთვე სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი - 282 შემთხვევა, ქვემო ქართლი- 229 შემთხვევა და იმერეთი - 227 შემთხვევა.

ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები, რომელიც უკავშირდება 2010-2015 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ უკანონო ხე-ტყის ჭრის, თევზჭერის და ნადირობის გამოვლენილ ფაქტებს, ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული კუთხით 2014 წელს კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია. ამავე დროს ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კონტროლის გამკაცრებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქტიური კამპანიის წარმოებაც რადგან ბუნებაზე არასწორი ზემოქმედების შედეგად, მოსალოდნელ სავალალო შედეგები და შესაძლო რისკები ნათლად იყოს გათვიცნობიერებული საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023