სტატისტიკური მონაცემები C ჰეპატიტით და აივ ვირუსით ინფიცირებულთა შესახებ 2006-2014

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 28 აპრილი 2015

2015 წლის 28 აპრილიდან C ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ  აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა, ითვალისწინებს C ჰეპატიტით დაავადებულთა უფასო მკურნალობას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ღონისძიებები გულისხმობს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას მკურნალობაში ჩართვამდე, მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარებას და C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას სპეციალური სამკურნალო მედიკამენტებით. 

აღნიშნული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გვსურს წარმოგიდგინოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები,  საქართველოში C - ჰეპატიტის და აივ (შიდსი) ვირუსით  ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ. 

C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობის, შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნაზე სამინისტოდან მოწოდებულია ინფორმაცია, მხოლოდ დარეგისტრირებული ახალი შემთხვევების შესახებ. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013-14 წლებში დაფიქსირდა სულ 4 690 ახალი შემთხვევა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C-ჰეპატიტის ახალი შემთხვევები 644-ით არის მომატებული.

გასულ წლებში (კერძოდ, 2012 წელს) IDFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში დაახლოებით 200 000 ადამიანია ვირუსული C-ჰეპატიტით ინფიცირებული. მხოლოდ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ.

 

რაც შეეხება აივ-ვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებულ რაოდენობას სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2006-2012 წლებში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2012 წელს 3641 რეგისტრირებულ შემთხვევას მიაღწია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3298-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წლის ბოლოს ეს ციფრი 281-ით არის გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია, ბოლო 8 წლის განმავლობაში 2014 წელს აივ-ვირუსით დაინფიცირების ყველაზე ბევრი ახალი შემთხვევა 564 ფიქსირდება.

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აივ-ვირუსით დაავადებული პირების უფასო ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას. 2014 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 4 103 711 ლარი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორში სამინისტროს მხრიდან ნაჩვენებია 2013 წელს გამოვლენილი ახალი შემთხვევების 2012 წელთან შედარებით 7%-ით კლება. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ გაზრდილია.

 

როგორც UNAIDS საქართველოს 2013 წლის ანგარიშში არის მოცემული, წინა წლებთან შედარებით 2012-13 წლებში აივ ვირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. 12 თვიანი მკურნალობის შედეგად ვირუსის შეკავების ინდიკატორი 2011 წლის ბოლოს გაიზარდა 79%-მდე, 2012 წლის ბოლოს - 85%-მდე, ხოლო 2013 წლის ბოლოს - 86%-მდე; აღნიშნული მონაცემების საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ საქართველო წარმოადგენს რეტროვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის (ART – Antiretroviral Treatment) წარმატებულ მაგალითს.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის მკურნალობა საწყის ეტაპზეა და  გარკვეული წარმატებები არსებობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღეიდან დაწყებული c ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ხშირ შემთვევაში მათთვის ხელმიუწვდომელი მკურნალობით, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან შედეგს იქონიებს c ჰეპატითით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით. IDFI აქტიურად გააგრძელებს C ჰეპატიტის დაავადებასთან საქართველოში არსებული პრობლემებისა თუ მიღწევების გაშუქებას, რომლისთვისაც ინსტიტუტის პარტნიორებთან ერთად შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი www.stopc.info.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024