2014 წელს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა განთავისუფლების სტატისტიკური ანალიზი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 25 ნოემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, განახორციელა სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან 2014 წელს განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ.


IDFI-იმ 2014 წელს განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს 207 საჯარო დაწესებულებას, განთავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობის და განთავისუფლების მიზეზების მითითებით. კვლევა მოიცავს 17 სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული 45 და 16 დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, კვლევაში შესულია საქართველოს 112 ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებიდან (საკრებულოები და გამგეობები) მიღებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილები უპასუხოდ დატოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა 6-მა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა და ადგილობრივი თვითმმართველობის 9 დაწესებულებამ.


მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2014 წელს სხვადასხვა მიზეზით საჯარო დაწესებულებებიდან განთავისუფლდა 8 388 თანამშრომელი. საქართველოს 17 სამინისტროდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ჯამში განთავისუფლდა 1 737 თანამშრომელი, მათი უმრავლესობა 1 225 თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. სამინისტროების დაქვემდებარებში არსებული 42 სსიპ-დან და საქვეუწყებო დაწესებულებიდან ჯამში განთავისუფლდა 2 832 თანამშრომელი. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან 2014 წელს სულ განთავისუფლდა 568 თანამშრომელი.


2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებიდან ჯამში განთავისუფლდა 3 251 თანამშრომელი.


აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებში და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან სამსახურიდან განთავისუფლების ყველაზე ხშირი მიზეზებია:


• პირადი განცხადება/საკუთარი ინიციატივა;
• შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
• სხვა სამსახურში გადასვლა;
• დისციპლინური გადაცდომა;
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომელთა სამსახურიდან განთავისუფლების ყველზე ხშირი მიზეზებია:
• რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული შტატის შემცირება - 1 377 შემთხვევა;
• დაწესებულების ლიკვიდაცია - 565 შემთხვევა;
• პირადი განცხადება/საკუთარი ინიციატივა - 481 შემთხვევა;
• ხელშეკრულების ვადის გასვლა - 336 შემთხვევა;


საჯარო სამსახურის რეფორმის მიხედვით, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ხორციელდება, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მიმოქცევა უფრო განჭვრეტადი და დაბალანსებული უნდა გახდეს. საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის მიღება, რომელიც პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიიღო და რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდება. საჯარო სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო სამსახურში კარიერული პრინციპების დამკვიდრება, რაც მას თავისთავად დაიცავს ისეთი რყევებისგან, როგორიცაა მასიური და დაუსაბუთებელი განთავისუფლება.

/public/upload/IDFI/IDFI/Statistical Analysis of Dismissal of Employees from Various Public Institutions.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024