ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 29 დეკემბერი 2014

2014 წლის 2 დეკემბერს IDFI-იმ საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 2006 – 2014 წლებში რეგისტრირებული და გახსნილი ოჯახური დანაშაულის სტატისტიკის კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრების მკვლელობების (მუხლი 111 108, 111 109) და მკვლელობის მცდელობების (მუხლი 19 111 108, 19 111 109) შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.


2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ ინსტიტუტს მიაწოდა 2009-2014 წლებში აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე მათ მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია. როგორც აღნიშნული უწყებიდან განმარტეს 2009 წლამდე ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ მოეპოვებათ, ხოლო რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად განგვიმარტეს, რომ მიგვემართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იდენტური შინაარსის მოთხოვნა 2014 წლის 2 დეკემბერს გაგზავნილი იქნა აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ინსტიტუტს პასუხი დღემდე არ მიუღია.


რაც შეეხება საქართველოს პროკურატურიდან მოწოდებულ ინფორმაციას, მიღებული მონაცემების მიხედვით 2009-2014 წლებში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობათა ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების 45 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტი 19 შემთხვევა ფიქსირდება 2014 წლის საწყისი 11 თვის განმავლობაში. შედარებისთვის, 2011 წელს აღნიშნული ხასიათის დანაშაულზე პროკურატურის მიერ დევნა არც ერთხელ არ დაწყებულა.

 

 

რაც შეეხება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მკვლელობის მცდელობებათა ფაქტებზე პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს, 2014 წლის საწყისი 11 თვის შემთხვევაშიც მიმდინარე წელი გამორჩეული აღმოჩნდა ამ ტიპის ძალადობის შემთხვევების რაოდენობით.

 

საქართველოს პროკურატურიდან მიღებული მონაცემების მიხედვით 2009-2014 წლებში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების 45 შემთხვევიდან 16 შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, ხოლო დანარჩენი 29 შემთხვევა რეგიონებში.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით ზოგადად მკვლელობებზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის 2014 წლის 11 თვის მაჩვენებლები არ არის გამორჩეული განვლილ წლებთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად გაზრდილია მასში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების პროცენტული წილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

IDFI-ის მიერ ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა აგრეთვე უშუალოდ მეუღლეთა შორის დაფიქსირებული შემთხვევების და მსხვერპლის სქესის დაკონკრეტებით, თუმცა, როგორც პროკურატურამ განმარტა აღნიშნული ხასიათის სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება მათ მიერ არ ხორციელდება.


დეტალურად საქართველოს პროკურატურიდან მიღებული მონაცემები 2009-2014 წლებში მკვლელობების შემთხვევებზე, მათ შორის ოჯახური ძალადობით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში.

 /public/upload/IDFI/ojaxuri mkvleloba.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024