არასამთვრობო ორგანიზაციების განცხადება ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 7 მარტი 2021

ვეხმაურებით TV პირველის ეთერში გადაცემულ აუდიო ჩანაწერს, რომლის სავარაუდო მონაწილეები სახელმწიფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბერა ივანიშვილი არიან.

 

ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნას შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს.

 

გავრცელებული ჩანაწერის ერთერთი სავარაუდო თანამონაწილეა მოქმედი პრემიერ მინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი.  ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

 

ამავე დროს, რთული წარმოსადგენია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა დაიმსახუროს საზოგადოებრივი ნდობა, სანამ პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ და რომელთაც საგამოძიებო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თანამდებობებზე დარჩებიან.

 

ამ ეტაპზე, კრიტიკულად აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი. 

 

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს  დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და ცხადი პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. გავრცელებული ჩანაწერი და მასში პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მონაწილეობა უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი.

 

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად. საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ. აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესში დამოუკიდებელ დამკვირებელთა/ექსპერტთა ჩართულობა და გადაიდგას ყველა სხვა ნაბიჯი, რაც აუცილებელია გამოძიების სანდოობის გასაზრდელად.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  საზოგადოება (ISFED)

საზოგადოება და ბანკები

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)

ცენტრი ემპათია

ღია საზოგადოების ფონდი

მედიაკლუბი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024