კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები 4 აპრილი 2021

 


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში. ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამოხვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამოხვანში დღეს ინტერნეტკავშირიც ჩაახშო, რის გამოც პირდაპირი ჩართვის განხორციელება არ ხერხდება.“

 

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ინტერნეტის გავრცელების ამგვარი ხარვეზი ნამოხვანში სხვა პერიოდებში არ დაფიქსირებულა. ამჯერად "ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს." 

მოვუწოდებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

 

- გაკეთოს განმარტება გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ

 

- დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად. Მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს ნამოხვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024