არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართვა

განცხადებები 19 მაისი 2017

ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად" გადააგზავნა ინიციატივა, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს.

 

ხელისუფლების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რაც რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის.     

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმისათვის, რომ საკრებულოებმა უმოკლეს დროში განიხილონ და ერთხმად დაუჭირონ მხარი სამინისტროს მიერ მომზადებულ ინიციატივას.

 

სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ეს მით უფრო გასაკვირია, როცა 29 მარტს 130-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მზად ვიყავით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან არანაირი დიალოგის სურვილი ან კონსულტაციის მცდელობა არ მოჰყოლია.

 

მთავრობის აღნიშნული ინიციატივის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს არა მარტო სამოქალაქო სექტორს, არამედ იმ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება. ეს განწყობა კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა რეგიონებში კონსტიტუციის განხილვის დროს მოქალაქეების გამოსვლებისას.

 

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო განხილვებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაუმალეს სიმართლე და არ უთხრეს, რომ ცვლილებათა პაკეტი, პრაქტიკულად, უკვე მზადაა და სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში სულ მალე დადგება.

 

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესი წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, აგრეთვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უახლოეს დღეებში, საკრებულოების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, ვინ არის ინიციატივის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, რათა განვიხილოთ თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული წინადადებები. 

 

1.    რეგიონის განვითარების ცენტრი

 

2.    ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი

 

3.    კივიტას გეორგიკა

 

4.    ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო"

 

5.    სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

 

6.    საქართველოს მედია-კლუბი

 

7.    მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი

 

8.    საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

 

9.    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

10.   „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

 

11.   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

12.   ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

13.   სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

 

14.   დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი

 

15.   გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)

 

16.   „საუნჯე" (ზუგდიდი)

 

17.   საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

 

18.   კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

19.   ევროპის ფონდი

 

20.   სათემო განვითარების ცენტრი

 

21.   საბჭოთა კვლევის ლაბორატორია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024